მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 16 იანვარს გამოაცხადა. სამუშაოების საწყისი ღირებულება 1 079 424 ლარს შეადგენს.
2 384 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 7 თებერვალს დასრულდება.
“სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით ხუთი სოფელი 7 000 – მდე მცხოვრები ისარგებლებს. აღნიშნული გზის მონაკვეთი, გარდა მეჯვისხევისა და ახალუბნისა ერთმანეთთან აძვს, ჯარიაშენისა და მუმლაანთ კარსაც აკავშირებს. გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული წელი არ განხორციელებულა. საპროექტო მონაკვეთები წარმოადგენენ სასოფლო გზებს, რომლის პარამეტრები დარღვეულია. არსებული სანიაღვრე არხები და წყალსატარი კონსტრუქციები მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული და ვერ ატარებს, ნალექების შედეგად მოსული წყლის საჭირო რაოდენობას. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ახალი წყალსატარი კონსტრუქციების მოწყობა. გზის საფარი კი საჭიროებას კაპიტალურ შეკეთებას. ასევე, გზის გასწვრივ უნდა გაიწმინდოს და მოეწყოს ახალი სანიაღვრე სისტემა”. – განმარტავენ გორის მერიაში.