სამგორის რაიონში ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში 4 ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა. გამგეობის ინფორმაციით, 2 მისამართზე უკვე მოეწყო სპოტული მოედანი, 2-ის მოწყობა კი ჯერაც მიმდინარეობს.
“პატარა ლილოში, N215 საჯარო სკოლის მიმდებარედ, 480 კვ.მ ფართობის ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე აქამდე, სპორტული მოედანი არ არსებობდა.
სამუშაოები უკვე დასრულდა აეროპორტის დასახლებაშიც. ადგილობრივი მოსახლეობა N48 ა კორპუსის მიმდებარედ, 460 კვ.მ ფართობის სპორტული მოედნით ისარგებლებს. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბეტონის საფარი და ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდა მოედნისთვის საჭირო სხვა ინვენტარი.
ახალი სპორტული მოედანი მალე დიდ ლილოშიც გაიხსნება. N217 საჯარო სკოლის მიმდებარედ 480 კვ.მ ფართობის მოედანი მოეწყობა. ამჟამად, ქვიშა-ღორღოვანი ნარევის შეტანისა და მიწის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალი სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს ლილოს დასახლებაშიც. პირველი მიკრორაიონის N2ბ კორპუსის მიმდებარედ, 460 კვ.მ ფართობზე, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედანი ორ თვეში გაიხსნება.
სამგორის რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. გასულ წელს 18 ახალი სპორტული მოედანი და 20 ფიტნეს ზონა მოეწყო”, – განმარტავენ სამგორის რაიონის გამგეობაში