დღეს ღამით ჭავჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

913

წინა სტატია

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, “თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, ამაღამ 00:00 საათიდან 24 იანვრის 07:00 საათამდე, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

შეგახსენებთ, რომ  საახალწლო დეკორაციები რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ასევე, მელიქიშვილის გამზირზე უკვე ჩამოხსნეს.