ტელეკომპანია ” მაესტრო”
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს შეჩერდა. გასულ წლებში მისი ბიუჯეტი 50 მილიონი ლარი იყო. არასწორი პრიორიტეტების მიხედვით შერჩეული პროექტები და პროექტების შერჩევაში მოსახლეობის ნაკლები ჩართულობა – ასეთია სპეციალისტების ძირითადი შენიშვნები გასული წლების პროგრამასთან დაკავშირებით, თუმცა, შენიშვნები აღდგენილ პროგრამასთან დაკავშირებითაც აქვთ. მაგალითად, ის, რომ, ჯერჯერობით, არ არის გარკვეული, როდის და რა ფორმით დაიწყება აჭარაში აღნიშნული პროგრამის განხორციელება, ასევე, ის ფაქტი, რომ პროგრამის მიღმა დარჩა სოფლების ნაწილი. სპეციალისტების შეფასებით, პროგრამის ბიუჯეტი – 20 მილიონი ლარიც მცირეა და აუცილებელია, რომ მომავალ წლებში ის გაიზარდოს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტები რეალურად მოსახლეობის ჩართულობით შეირჩეს.