საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის მონაწილეებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
" ჩვენ ვსაუბრობდით საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებზე - პორტებზე, ლოგისტიკურ ცენტრებზე, საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რაც რეგიონში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას უზრუნველყოფს. ეს და სხვა, ნაკლებად მასშტაბური პროექტები, რა თქმა უნდა, რეგიონულ განვითარებას ემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისთან, ქუთაისთან და ბათუმთან ერთად, სხვა ქალაქებსა თუ...
"ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხსენით კობი-გუდაურის 7, 5 კილომეტრიანი საბაგირო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონულ ჭრილში. 111 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. საბაგირო საათში 2 800 მგზავრს მოემსახურება. ეს ახალი საბაგირო გზა, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, ადგილობრივ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია...
საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის ხელმძღვანელობით, ევროკომისიის დელეგაციას შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის არსებულ და ახალ მიმართულებებზე ისაუბრეს.
"ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და არ იყო მოულოდნელი, რომ ჩვენი ხედვები ძირითად პრიორიტეტებზე, თანხვედრაშია. ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ტრანსპორტის საინვესტიციო გეგმა, რომელიც 18 მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს მოიცავს და მათ დიდი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი 700 მილიონი დოლარის ახალ პროექტებს დააფინანსებსაზიის განვითარების ბანკი 700 მილიონი დოლარის ახალ პროექტებს დააფინანსებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ აზიის განვითარების ბანკის ADB-ს ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც წელს დაიწყება და 2020 წლისთვის უფრო აქტიურ ფაზაში გადავა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, 700 მილიონი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტექნოპარკში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა, რომ ონში ახალი მუზეუმის მშენებლობა იგეგმება.
"2019 წლიდან დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას და ონსაც ექნება დამატებითი მიზიდულობის ცენტრი, პილიგრიმული ტურიზმის გარდა. მოგეხსენებათ, რომ ონში არის სინაგოგა, რაც ძალიან საინტერესოა ჩვენი ებრაელი ტურისტებისთვის. რაჭაში სხვა სახის მარშრუტების განვითარებაც შესაძლებელია. ონის მუზეუმი, უშუალოდ ონის მხარეთმცოდნეობის და არქეოლოგიური მუზეუმის...
თბილისის მერია ადასტურებს, რომ "ყაზტრანსაგაზ თბილისის“ გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მერიის განმარტებით, კობახიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მამუკა კობახიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მანამდე ალეკო ელისაშვილმა გაავრცელა. ელისაშვილის თქმით, კობახიძე სატრანსპორტო კომპანიაში უკვე შეცვალა გიორგი შარკოვმა.
"ყაზტრანსგაზ თბილისის“ გენერალური დირექტორი პარალელურად მერიაში მაღალ თანამდებობას რომ იკავებდა, ამის შესახებ ელისაშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.
"ყაზტრანსგაზ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში 5 ახალი დაცული ტერიტორიის არაგვის და თრუსოს დაცული ლანდშაფტების, ერუშეთისა და რაჭის ეროვნული პარკების, ასევე, რიონის აღკვეთილის დაარსება იგეგმება.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ამჟამად საქართველოში 5 კატეგორიის 86 დაცული ტერიტორიაა, რაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 10%-ია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,...
გორის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან, ხელმძღვანელთან ერთად, მისი მოადგილეც წავიდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საჯარო მოხელეებმა პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
არქიტექტურის განყოფილების უფროსმა ნინო ლურსმანაშვილმა, სამსახურიდან წასვლის შესახებ, განცხადება გუშინ დაწერა. ზურაბ ჯალაღანიამ თანამდებობა კი ორი კვირის წინ, დატოვა.
საკადრო ცვლილებები გორის მერიაში 2019 წლის იანვრიდან დაიწყო. სამსახურიდან მერის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე და ადმინისტრაციული-შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი...
წინა სტატია
გორის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს დღეიდან გორის ყოფილი ვიცემერი გელა კაპანაძე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი გია ქვათაძე იქნება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
"სააგენტოს არ ჰყავდა ხელმძღვანელი და ამიტომ მე ვასრულებდი მის მოვალეობას. დღეიდან კი, მისი მოადგილე ვიქნები", - განაცხადა გია ქვათაძემ.
შეგახსენებთ, რომ გელა კაპანაძე გორის მერის მოადგილე 2017- 2019 წლებში იყო. მერიიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მან მიმდინარე წლის იანვარში დაწერა....
გამოცემა "ქუთაისის პოსტის" ინფორმაციით, ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის შავლეგო ტაბატაძის მოადგილეებმა, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ.
გამოცემის ცნობით, საუბარია, მერის ორ მოადგილზე იუზა უგულავასა და გიორგი იობაშვილზე და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ერთ–ერთ მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილზე.
"ქუთაისი პოსტის" ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შიდა დაპირისპირებას უკავშირდება. თუმცა, თანამდებობებიდან მათი წასვლა ოფიციალურად არ დასტურდება. სატელეფონო ზარებს კი არც ერთი მათგანი არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ...
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით გრიგოლ ივანეიშვილის მოადგილე პაატა ახალაძე შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.
ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა.
28 იანვარს გრიგოლ ივანეიშვილს და ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუას სასამართლომ...
ქუთაისში იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე, მწერალთა კავშირის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხოველთა სასაკლაო აღმოაჩინეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
თავდაპირველად, ადგილზე, სადაც კომპანია "მ2" მწერალთა სახლის ყოფილი შენობას დემონტაჟს უტარებს, ძვლები ნახეს. რის გამოც, სამუშაოების შესრულებელმა კომპანიამ ნაკვეთის ექსპერტიზა მოითხოვა.
"ჩავატარეთ ექსპერტიზა. სამწუხაროდ, არქეოლოგიური ძეგლი არ არის. მეცხრამეტე საუკუნეში იმ უბანში და ცოტა ქვმოთ, სასაკლაო იყო, შესაბამისად, ის ძვლები ცხოველებისაა", – ამბობს დავით...
ქუთაისში ლითოფონის ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი განთავსდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
4362 კვ. მეტრს მიწის ნაკვეთი ქუთაისის მერიამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. გადაწყვეტილება საკრებულოს 30 იანვრის სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქალაქს ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიეღო და ტერიტორია მას შემდეგ უნდა გადაეცა, რაც ქალაქის სხვა ინტერესები იქნებოდა დაკმაყოფილებული.
კერძოდ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის "...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა სპორტული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის მამუკა კურდღელაშვილის სამსახურში აღდგენაზე უარი განაცხადა, რის გამოც მოქმედი მწვრთნელების გადაწყვეტილებით, პროტესტის ნიშნად, დღეიდან საგარეჯოში სპორტული დარბაზები დაიკეტება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მხარდამჭერები კურდღელაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნით საგარეჯის მაჟორიტარ დეპუტატს, რომან მუჩიაშვილსაც შეხვდნენ, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სპორტსმენებმა პროტესტის ნიშნად 9 და 10 თებერვალს ძიუდოში დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
გუშინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წლებია აღარ ფუნქციონირებდა 50 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებენ.
"ბაღი 3 სოფლის დვირის, ქვაბისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას მოემსახურება. უკვე წლებია მოსახლეობას ბავშვების ტარება ქალაქის ბაღებში უწევდათ. წელს, კი ისინი ახლადაშენებული და ყველაზე თანამედროვე ბაღით ისარგებლებენ“ - აღნიშნა ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ.
როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მშენებლობა მიმდინარეობს და მშენებლობის დასრულების შემდებ ბაღში ადგილობრივები...
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად საერთო კრებები იმართება. ამ დრომდე, 50–ზე მეტ სოფელში შერჩეული პრიორიტეტების უმრავლესობა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, საერთო კრებების აპინძის გარდა ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. კრებაზე ადგილობრივები სამ პრიორიტეტს ასახელებენ, მათ შორის ერთს კი ღია კენჭისყრის წესით ირჩევენ.
29 იანვარს საერთო კრებები ახალციხის მუნიციპალიტეტის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































