გორის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს დღეიდან გორის ყოფილი ვიცემერი გელა კაპანაძე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი გია ქვათაძე იქნება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“სააგენტოს არ ჰყავდა ხელმძღვანელი და ამიტომ მე ვასრულებდი მის მოვალეობას. დღეიდან კი, მისი მოადგილე ვიქნები”, – განაცხადა გია ქვათაძემ.