ქუთაისში მწერალთა სახლის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ცხოველთა სასაკლაო აღმოაჩინეს

1216

ქუთაისში იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე, მწერალთა კავშირის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხოველთა სასაკლაო აღმოაჩინეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

თავდაპირველად, ადგილზე, სადაც კომპანია “მ2” მწერალთა სახლის ყოფილი შენობას დემონტაჟს უტარებს, ძვლები ნახეს. რის გამოც, სამუშაოების შესრულებელმა კომპანიამ ნაკვეთის ექსპერტიზა მოითხოვა.

“ჩავატარეთ ექსპერტიზა. სამწუხაროდ, არქეოლოგიური ძეგლი არ არის. მეცხრამეტე საუკუნეში იმ უბანში და ცოტა ქვმოთ, სასაკლაო იყო, შესაბამისად, ის ძვლები ცხოველებისაა”, – ამბობს დავით ნაზარიშვილის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი როლანდ ისაკაძე.

მწერალთა სახლის ყოფილი შენობა, რომელიც ქუთაისის მერიამ გასულ წელს გასაყიდად აუქციონზე გაიტანა, კომპანია “მ2″–მა შეიძინა.  აუქციონის პირობების თანახმად, კომპანია “რამადას” ქსელის, 120 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, რომელიც 2250 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსდება. დარჩენილ ნაწილში კი, რაც 350 კვ.მ–ს შეადგენს, კომპანიამ მწერლებისთვისა და ხელოვანი ადამიანებისთვის ახალი შენობა უნდა ააშენოს და კვლავ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დააბრუნოს.