თბილისის მერია ადასტურებს, რომ “ყაზტრანსაგაზ თბილისის“ გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მერიის განმარტებით, კობახიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მამუკა კობახიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მანამდე ალეკო ელისაშვილმა გაავრცელა. ელისაშვილის თქმით, კობახიძე სატრანსპორტო კომპანიაში უკვე შეცვალა გიორგი შარკოვმა.
“ყაზტრანსგაზ თბილისის“ გენერალური დირექტორი პარალელურად მერიაში მაღალ თანამდებობას რომ იკავებდა, ამის შესახებ ელისაშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.
“ყაზტრანსგაზ თბილისის“ გენერალურ დირექტორად კობახიძე გასული წლის ნოემბერში დაინიშნა.