ცქიტიშვილი: აზიის განვითარების ბანკი 700 მილიონი დოლარის ახალ პროექტებს დააფინანსებს

649

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი 700 მილიონი დოლარის ახალ პროექტებს დააფინანსებსაზიის განვითარების ბანკი 700 მილიონი დოლარის ახალ პროექტებს დააფინანსებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ აზიის განვითარების ბანკის ADB-ს ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც წელს დაიწყება და 2020 წლისთვის უფრო აქტიურ ფაზაში გადავა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, 700 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებით, მოიცავს ზუგდიდისა და მესტიის, ასევე თელავის, ახმეტის, თუშეთისა და თბილისის არეალს.

“ეს არის ADB-ის დაფინანსებით, ანუ სესხით განხორციელებული ახალი შესაძლებლობა, რომელიც 700 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტის ჩამოყალიბების პროცესში, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები როგორც რეგიონებთან, ისე უშუალოდ აზიის განვითარების ბანკთან და პროექტის განხორციელების რამდენიმე არეალი გამოიკვეთა“, -აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერის განცხადებით, პროექტი არ მოიცავს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება იქ, სადაც ეს საჭიროა.