გორის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება

693

გორის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან, ხელმძღვანელთან ერთად, მისი მოადგილეც წავიდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საჯარო მოხელეებმა პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

არქიტექტურის განყოფილების უფროსმა ნინო ლურსმანაშვილმა, სამსახურიდან წასვლის შესახებ, განცხადება გუშინ დაწერა. ზურაბ ჯალაღანიამ თანამდებობა კი ორი კვირის წინ, დატოვა.

საკადრო ცვლილებები გორის მერიაში 2019 წლის იანვრიდან დაიწყო. სამსახურიდან მერის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე და ადმინისტრაციული-შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მანველიშვილიც წავიდნენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გორის ყოფილი ვიცემერი გელა კაპანაძე გორის კულტურის სააგენტოს უხელმძღვანელებს.

გორის ვიცემერის პოსტზე კი რამდენიმე დღის წინ ერასტი ელიჯარაშვილი დაინიშნა.