წინა სტატია
თბილისში მდებარე 63 საჯარო ბაგა-ბაღში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი დაიწყო.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, თითოეულ ობიექტზე ელექტროქსელების გაყვანა და სახანძრო დეტექტორების მონტაჟი მიმდინარეობს. ამასთან, მათივე ცნობით, აღრიცხულია ის 20-მდე ბაგა-ბაღიც, სადაც ცეცხლმაქრების კომპლექტები დაემატება.
"ამ სახანძრო სისტემების მთავარი მახასიათებელი სამისამართო სიგნალიზაციაა, რაც საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, ხანძრის შემთხვევაში, მართვის პულტის მეშვეობით, მყისიერად დააფიქსიროს განგაშის ადგილომდებარეობა...
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და საზოგადოებას 2018 წლის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენისას ზურაბ ჩიკვილაძემ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც გასულ წელს ჩუღურეთის რაიონში განხორციელდა.
"51 573 კვ.მ-მდე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის საერთო ღირებულებამ 2 888 088 ლარი შეადგინა. 43 მისამართზე დაიგო შიდა კვარტალური გზები; ქვაფენილი მოეწყო 17 მისამართზე; 38 თბილისური ტიპის ეზოში ასფალტის საფარი დაიგო; გრუნტისა და...
ჩუღურეთის რაიონში ვეშაპურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შემდეგ. გზის დაზიანებულ საფარს ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს.
მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
"ვეშაპურის ქუჩაზე, დაზიანებული რიყის ქვის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. ასევე, განთავსდება ქვაფენილის გამაგრების ზოლები, რის შემდეგაც ბაზალტის ძელაკები დამონტაჟდება. შესაბამისად, მოსახლეობა შეძლებს, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს“,...
სტატიის გაგრძელება
საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჩიქოვანის ქუჩის N4-ისა და კოსტავას ქუჩის N71-ის მიმდებარედ, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც საბურთალოს რაიონის გამგეობაში განმარტავენ, დასასვენებელ სივრცეებში საბავშვო მოედნები განთავსდება და სხვადასხვა სახის ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
პროექტებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს "გრინსერვის+“ ახორციელებს.
პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ბიზნეს ფორუმს, რომელიც სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდ გამოფენა-გაყიდვას ითვალისწინებს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ელჩი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან.
პოზნანი ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქია, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქებს შორის 2009 წლის 6 ივლისს გაფორმდა. მიმდინარე შეხვედრაზე მხარეებმა მემორანდუმი განაახლეს და პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროებში კიდევ...
სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირის N36-ში, რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსის საერთო ეზოში, ინფრასტრუქტურა აწესრიგებენ, რის შემდეგაც აღნიშნულ მისამართზე მრავალკომპონენტიანი დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ეწყობა ტროტუარები და ბორდიური. უახლოეს დღეებში კი 3 200 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მათივე ცნობით, აღნიშნულ სამუშაოებამდე, სრულად შეიცვალა წყალარინების სისტემა.
"ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მასშტაბური დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება. ეზოს ტერიტორიაზე განთავსდება თანამედროვე...
წინა სტატია
მარნეულის მერს თემურ აბაზოვს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. ამის შესახებ მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ გამოცემა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
"თემურ აბაზოვმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა გუშინ დაარეგისტრირა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილება განაცხადის მიღებიდან მეორე დღესვე უწყდება. შესაბამისად, გუშინ შემოვიდა განცხადება და დღეს უკვე დაკმაყოფილებულია. ხვალ არის ჩანიშნული რიგგარეშე საკრებულოს სხდომა და გადაწყვეტილება, რომ 13 თებერვალს თემურ აბაზოვს...
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ
ავტორი: ია ასათიანი
თეთრი ხიდის ამბავს ყველა გაიგებდით. ის ხიდია, ქუთაისში, ხშირად რომ არემონტებენ და მაინც სულ რომ გასარემონტებელია.
1.5 საუკუნისაა. ხან რკინის იყო, ხან ხის, ხანაც ბეტონის. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც აქვს. ამ ბოლო წლებში გულიანად შეკეთებას ვერ ეღირსა.
ბოლო ორ ათწლეულში იმაზე მეტჯერ გაარემონტეს, ვიდრე 140 წლის მანძილზე ერთად აღებული. 2011 წელს ქუთაისის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტში ისიც...
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ
ავტორი: ნინო შონია
გურიის სამ სოფელში 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჯუმათში, ძიმითსა და ლაითურში მცხოვრებ ოჯახებს მთავრობა წყალს დაჰპირდა, მაგრამ დღემდე მათი ონკანები დამშრალია. რატომ? იმიტომ, რომ შესრულებული სამუშაოები თავიდანვე ეფექტიანად ვერ დაგეგმეს, შემდეგ კი დასრულებული პროექტების ხარისხი არავის შეუმოწმებია. შესაბამისად, ხან მილები სკდებოდა, ხან საქაჩი სადგური ითიშებოდა და ხანაც რეზერვუარის კედელი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნას.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები საბოლოო...
2019 წელს ასპინძაში ოთხი სოფლის საროს, ხიზაბავრის, თოკისა და ვარგავის სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენისა და სათავენაგებობის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სოფლები სარო, ხიზაბავრა, თოკი და ვარგავი სასმელი წყლით ერთი სათავენაგებობიდან მარაგდება. სისტემის საპროექტო სამუშაოებს შპს "ვეგა+“ ახორციელებს. კომპანიამ ასპინძის მერიის მიერ გამცოხადებული ტენდერი 11 560 ლარზე მოიგო. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ოთხივე სოფლის ცენტრალური სათავე ნაგებობა და მილსადენი სრულად...
წინა სტატია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში საბავშვო ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 129 260 ლარით ფინანსდება.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ლითონის ჭიშკარის და ღობეების მონტაჟი, ფილებისა და ასფალტობეტონის საფარის დაგება, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული მოედნის მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ ტაძრისის საბავშვო ბაღი 1 წლის წინ მუნიციპალური ბიუჯეტით გარემონტდა და საზეიმოდ გაიხსნა.
როგორც მერიაში განმარტავენ, საბავშვო ბაღი ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და...
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანას მცხოვრებლები სასმელი წყლის უქონლობას უჩივიან და აცხადებენ, რომ სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა სოფელს სასმელი წყალი დღემდე გაურკვეველი გრაფიკით მიეწოდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტი ავრცელებს.
"წყალი ორ დღეში ერთხელ მოდის და ისიც ნახევარი ან ერთი საათით. ხან კი კვირები არ არის. მაგალითად, ამას წინათ ორი კვირა არ იყო და საბავშვო ბაღიც კი დაიკეტა...
გორის მუნიციპალიტეტის მერია 4900 ლარის არაგაზირებულ სასმელ წყალს შეიძენს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია 850 ცალი არაგაზირებული მინერალური სასმელი წყლის შესაძენად - (პოლიკარბონატის ბალონით დისპენსერისათვის ბოცის გარეშე) ტენდერს აცხადებს.
შესყიდვის ობიექტისთვის განსაზღვრული თანხა 4 900 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება კი 20 თებერვალს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და მერიას შორის ხელშეკრულება ძალაში 2019 წლის ბოლომდე იქნება.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გელა კაპანაძემ ახალ მოადგილედ დავით დარბაიძე დანიშნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება გორის მერთან შეთანმხებით მიიღო. მისი თქმით, დავით დარბაიძე კარგად იცნობს იმ სფეროს, რასაც კულტურა და ხელოვნება ჰქვია.
"დავითი არის ხელოვანი და ძალიან კარგი ადამიანი. ესმის კულტურა, მუსიკა და ხელოვნება ჩვენი სააგენტოს დაქვემდებარებაში ბევრი სამუსიკო სკოლაა და...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ნაგებობებისა და ადმინისტრაციულ შენობების შშმ პირთათვის ადაპტირებას თხოვენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
აღნიშნულ საკითზე მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელეს. შეხვედრას ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილიც ესწრებოდა.
"საბჭოს წევრთა ინიციატივით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები შშმ პირთა საჭიროებებზე უნდა იყოს გათვალისწინებული. შემდგომ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად...
სოფელ ვაზისუბანში სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდსა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით სპორტული მოედნის მოსაწყობად 62 506 ლარი დაიხარჯება.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტს შპს "ხომერიკი და კომპანია" აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაოზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კიდევ ოთხი სპორტულის მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. კერძოდ, სპორტული მოდენები ქალაქ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში, სოფელ მუკუზანსა და კარდენახში მიმდინარეობს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































