ლაგოდეხში ადმინისტრაციული შენობების შშმ პირთათვის ადაპტირებას ითხოვენ

672

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ნაგებობებისა და ადმინისტრაციულ შენობების შშმ პირთათვის ადაპტირებას თხოვენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

აღნიშნულ საკითზე მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელეს. შეხვედრას ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილიც ესწრებოდა.

“საბჭოს წევრთა ინიციატივით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები შშმ პირთა საჭიროებებზე უნდა იყოს გათვალისწინებული. შემდგომ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გარემო, კონკრეტულად მუნიციპალიტეტში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ბანკები, აფთიაქები, სავაჭრო ცენტრები და სხვა ობიექტები უბდა ადაპტირდეს. საბჭომ მოგვმართა აღნიშნული ინიციატივით. ამასთან, მათივე ინიციატივით, აუცილებელია ქალაქ ლაგოდეხის სახელდებული ქუჩებისთვის აბრები დამზადდეს და განთავსდეს”, – აცხადებენ ლაგოდეხის მერიაში.