ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა 2018 წლის ანგარიში წარადგინა

1026

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და საზოგადოებას 2018 წლის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის წარდგენისას ზურაბ ჩიკვილაძემ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც გასულ წელს ჩუღურეთის რაიონში  განხორციელდა.

“51 573 კვ.მ-მდე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის საერთო ღირებულებამ 2 888 088 ლარი შეადგინა. 43 მისამართზე დაიგო შიდა კვარტალური გზები; ქვაფენილი მოეწყო 17 მისამართზე; 38 თბილისური ტიპის ეზოში ასფალტის საფარი დაიგო; გრუნტისა და გზის დამჭერი კედელი 27 მისამართზე მოეწყო;

2018 წელს რაიონს 5 ახალი სკვერი შეემატა, ხოლო 36 არსებულს რეაბილიტაცია ჩაუტარდა; თბილისის მერის ინიციატივით ჩუღურეთის რაიონში 10 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 648 მისამართზე განხორციელდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, 152 მისამართზე ჩატარდა სამუშაოები. 19 მისამართზე კაპიტალურად გამაგრდა საცხოვრებელი სახლი. 13 მისამართზე მოეწყო თბილისური ტიპის, საერთო სარგებლობის კიბეები და აივნები; 40 მისამართზე გამოიცვალა სახლის სახურავი. 2018 წელს ჩუღურეთის რაიონში 12 სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა”, – განაცხადა ანგარიშის წარდგენისას ჩიკვილაძემ.

ამასთან, შეხვედრაზე ზურაბ ჩიკვილაძემ 2019 წელს დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

ანგარიშს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, მოსახლეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები ესწრებოდნენ.