საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჩიქოვანის ქუჩის N4-ისა და კოსტავას ქუჩის N71-ის მიმდებარედ, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც საბურთალოს რაიონის გამგეობაში განმარტავენ, დასასვენებელ სივრცეებში საბავშვო მოედნები განთავსდება და სხვადასხვა სახის ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
პროექტებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს “გრინსერვის+“ ახორციელებს.