თბილისის 63 ბაღში სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ამონტაჟებენ

1198

წინა სტატია

თბილისში მდებარე 63 საჯარო ბაგა-ბაღში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი დაიწყო.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, თითოეულ ობიექტზე ელექტროქსელების გაყვანა და სახანძრო დეტექტორების მონტაჟი მიმდინარეობს. ამასთან, მათივე ცნობით, აღრიცხულია ის 20-მდე ბაგა-ბაღიც, სადაც ცეცხლმაქრების კომპლექტები დაემატება.

“ამ სახანძრო სისტემების მთავარი მახასიათებელი სამისამართო სიგნალიზაციაა, რაც საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, ხანძრის შემთხვევაში, მართვის პულტის მეშვეობით, მყისიერად დააფიქსიროს განგაშის ადგილომდებარეობა და უმოკლეს დროში მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია.

თანამედროვე სტანდარტის სახანძრო სისტემა უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს თბილისის 43 საჯარო ბაგა-ბაღში. პროექტი გასულ წელს განხორციელდა”, – განმარტავენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ელ +“ აწარმოებს. პროექტის დასრულება მაისის ბოლოსთვის იგეგმება.