ჩუღურეთის რაიონში ვეშაპურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

768

ჩუღურეთის რაიონში ვეშაპურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შემდეგ. გზის დაზიანებულ საფარს ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს.

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

“ვეშაპურის ქუჩაზე, დაზიანებული რიყის ქვის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. ასევე, განთავსდება ქვაფენილის გამაგრების ზოლები, რის შემდეგაც ბაზალტის ძელაკები დამონტაჟდება. შესაბამისად, მოსახლეობა შეძლებს, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, საგზაო სამუშაოებს კომპანია “გლობალ ჰაუსი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 65 000 ლარია.