გორის მუნიციპალიტეტის მერია 4900 ლარის არაგაზირებულ სასმელ წყალს შეიძენს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია 850 ცალი არაგაზირებული მინერალური სასმელი წყლის შესაძენად – (პოლიკარბონატის ბალონით დისპენსერისათვის ბოცის გარეშე) ტენდერს აცხადებს.
შესყიდვის ობიექტისთვის განსაზღვრული თანხა 4 900 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება კი 20 თებერვალს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და მერიას შორის ხელშეკრულება ძალაში 2019 წლის ბოლომდე იქნება.