წყლის ხარისხი ძალიან დიდი პრობლემაა, შიდა ლოკალური ქსელით მოწყობილი სამუშაოები, ხშირ შემთხვევაში, სასმელი წყლის სტანდარტს არ შეესაბამება, რადგან არ არის გათვალისწინებული წყლის დამუშავების შესაბამისი ტექნოლოგიები, - განაცხადა რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატების შეკითხვების საპასუხად.
მინისტრსი თქმით, წყლის ხარისხთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში აგზავნის სპეციალისტებს იმის შესაფასებლად, თუ რა არის არსებულ პროექტებზე...
თბილისის მერიასთან უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილებმა მოითხოვეს, რომ მთავრობამ კანონი გარემოს მოარგოს. მათი თქმით, თბილისში მომწამვლელია ჰაერი და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაზრდილია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მიესალმებიან კახა კალაძის ინიციატივას, K2 კოეფიციენტის გაყიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებენ, რომ "უნდა მიეხედოს ნარმანიას მემკვიდრეობას“
"„მივესალმებით კალაძის ინიციატივას, K2 კოეფიციენტის ვაჭრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა, რაღაც უნდა ვუშველოთ დავით ნარმანიას...
რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა,
მისი თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უდიდეს როლს თამაშობს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში და სიღარიბის დაძლევაში, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.
როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, შარშან ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 90 მილიონი ლარის 14 პროექტი განხორციელდა, წელს კი ტურიზმის...
ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში მოღვაწე ანა ჭეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.
მისი თქმით, ამ პროექტზე საფრანგეთში ქართული დიასპორა ასოციაცია île du Monde-სთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
"ამ გადაწყვეტილების მიხედვით გამოდის, რომ საფრანგეთმა აღიარა ქართული ემიგრაციის წვლილი საფრანგეთის კულტურის ისტორიაში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია", – ამბობს ანა ჭეიშვილი.
https://www.facebook.com/ana.cheishvili.7/posts/2758313190860601?__xts__=68.ARDrfl_5N1LldrMaftQlq6-bQSXmvVbQKhBaFZswtjG6Au333xY30VQnyJ7zIsluRV4FIPbeZys18DekRWZd3jEYKJbLAk0-Tc2KBrZv4UEtHVIdIy1BPbE_H0FiQvOP-aFzom-jDHg1j55YreMkQYiirr2R3w45RhO0QndORwQ3j6eNi65Vs95bSSjQ9Y0IMYvZdmpnHLiJ&__tn__=-R
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, მენეჯერების, აღმზრდელებისა და ლოგოპედების გარდა, ხელფასი ტექნიკურ პერსონალსაც გაეზარდა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
"პირველი თებერვლიდან მენეჯერების, აღმზრდელების, მენეჯერის თანაშემწეების სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა 25 %-ით, ხოლო ტექნიკური პერსონალის - 30 პროცენტით. მაგალითად, აღმზრდელის ხელფასი თუ იყო 375 ლარი, ახლა 460 ლარი გახდა, ხოლო თანაშემწე 250 ლარის ნაცვლად - 320 ლარს აიღებს“, -...
ახალციხის მერია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებსაც ყველა საგანში 95 და მეტი ქულა ექნებათ, სტიპენდიას ჩაურიცხავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის საკრებულოში ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ამბარცუმ ბაბოიანი ამბობს, რომ სტიპენდიას მიიღებს ყველა სტუდენტი, ვისაც მაღალი ქულები ექნება. მისი თქმით, წარჩინებული სტუდენტების რაოდენობა განსაზღვრული არ არის.
"აქამდე სტიპენტიას ის სტუდენტები იღებდნენ, რომლებსაც წლის განმავლობაში საშუალო არითმეტიკულით 95 ქულა და მეტი...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
დეველოპერული კომპანია "m²“ ზუგდიდის სკეიტპარკის ტერიტორიაზე 130 ნომრიანი სასტუმროს აშენებას აპირებს. კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, სასტუმრო 3 000 ათას კვადრატულ მეტრზე აშენდება, ხოლო დანარჩენი ტერიტორია გამწვანდება. კომპლექსის პროექტი სულ 10 000 კვადრატულ მეტრზეა გათვლილი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო უნდა იყოს აუცილებლად ქალაქის ცენტრში. ადგილმდებარეობა მისაღები უნდა იყოს სასტუმროს მფლობელისთვის და ოპერატორისთვის. სასტუმროს სანაცვლოდ მზად ვართ...
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოყონ, მინისტრი, ყველას მაგივრად, ამ დეპუტატმა აქოს თავისი გამოსვლისას და ამით მინისტრიც და პარლამენტიც დროს დაზოგავენ.
ამის შესახებ განცხადება გიგა ბოკერიამ დღეს სესიაზე გააკეთა, რომელზეც, მინისტრის საათის ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მოსმენა იმართება.
რეგლამენტი, მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს ითვალისწინებს. კითხვების ნაცვლად კი,...
საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა პეტიცია, რომ სვანეთში ოქროს მოპოვების უძველეს ტრადიციულ მეთოდს, იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭოს.
68 კაციანმა ჯგუფმა მოთხოვნა საქართველოს მთავრობას და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინოს.
"სვანეთში ჯერ კიდევ შემონახულია უძველესი წეს-ჩვეულებები, სვანური ენა, ეკლესიები, კოშკები, უნიკალური ფრესკული მხატვრობა, ხელნაწერები და ჯვარ-ხატები, ფოლკლორი, ოქროს მოპოვების ტრადიციული მეთოდები, ძლიერი სამეურნეო ტრადიციები და მატერიალური კულტურა. თავისი მრავალფეროვნებით და უნიკალურობით...
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ბაღი მუნიციპალიტეტში უკვე მე-18 საბავშვო ბაღია.
როგორც მერიაში აცხადებენ, სოფელ ბულაჩაურში საბავშვო ბაღი 27 წელი არ ფუნქციონირებდა და მისი მოწყობის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
"შენობა რეაბილიტირდა თანამედროვე სტანდარტებით და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებელი, კვების ბლოკი და სველი წერტილები. ამ ეტაპზე, იგი 24 აღსაზრდელისათვისაა გათვალისწინებული. ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის თქმით, პარკირებაზე, შესაძლოა, რამდენიმე სახის ტარიფი დაწესდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"საფასურის ოდენობას მე ახლა ვერ დაგისახელებთ, საკრებულოსთან ერთად ვიმსჯელებთ ამ თემაზე - შეიძლება სამი ან ოთხნაირი ტარიფი იყოს, იქიდან გამომდინარე, რა ზონაში იქნება მისი გავრცელება. გადახდის მეთოდი იქნება, როგორც ელექტრონული აპლიკაცია, ასევე სწრაფი გადახდის აპარატი.
მანქანისთვის, რომელიც საცხოვრებელ სახლთან მდებარე მუნიციპალურ პარკინგზე იქნება გაჩერებული, საათობრივი პარკირების...
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი რეგიონული განვითარება, ადგილობრივი დემოკრატია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია გახდა და ეს აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
ამის შესახებ განცხადება ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას გააკეთა.
"ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ მიმართულებით, აღიარა ევროსაბჭოს რეგიონულ და...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარკირების საათობრივი საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს, ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს.
"რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ადგილები“, - აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება.
ამასთან, კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება...
წინა სტატია
"პრობლემა ის კი არაა, მინისტრები რომ კრებებს ესწრებიან, პრობლემა ისაა, რომ, როცა კრებაზე მოსახლეობა წყლის პრობლემას აყენებს, მინისტრი ეუბნება, არა, წყალი კი არა, სტადიონი გჭირდებათო, როგორც ეს ლამისყანაში მოხდა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებას.
ცქიტიშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ გამოიწვია მედიის უკმაყოფილება იმ ფაქტმა, რომ მინისტრები და სამინისტროების წარმომადგენლები სოფლის კრებებს ესწრებიან. ამის შესახებ...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს. კალაძის თქმით, კომპანიის შერჩევის მიზნით კონკურსი ორი კვირის ვადაში გამოცხადდება.
"11 თებერვლიდან ჩვენ მიერ შექმნილმა ვებგვერდმა დაიწყო მოქალაქეების მოთხოვნების მიღება ელექტროდამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვისაც ელექტრომობილები ჰყავს, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, სხვადასხვა ქუჩაზე ელექტროდამტენები დავაყენოთ. როგორც გითხარით, უპირატესად იმ ადგილებში დამონტაჟდება ელექტროდამტენები, რომელთა...
წინა სტატია
სატრანპორტო საშუალებებით, ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. კალაძის თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, გამოყოფილია დიდი ოდენობის თანხა. მისივე განცხადებით, თბილისის მერიას აქვს კონკრეტული სატრანსპორტო გეგმა, რომელიც გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი და რომლის პირველ ეტაპზე, იგეგმება ავტობუსების სრული განახლება. კალაძის თქმით, 2019 წლიდან დედაქალაქის ყველა რაიონს,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































