დუშეთის სოფელ ბულაჩაურში 24 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა

854
დუშეთის მუნიციპალიტეტო

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ბაღი მუნიციპალიტეტში უკვე მე-18 საბავშვო ბაღია.

როგორც მერიაში აცხადებენ, სოფელ ბულაჩაურში საბავშვო ბაღი 27 წელი არ ფუნქციონირებდა და მისი მოწყობის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

“შენობა რეაბილიტირდა თანამედროვე სტანდარტებით და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებელი, კვების ბლოკი და სველი წერტილები. ამ ეტაპზე, იგი 24 აღსაზრდელისათვისაა გათვალისწინებული. ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში უკვე დასაქმებულია 10 ადგილობრივი მოსახლე”, – განმარტავენ მერიაში.