თბილისის მერიასთან უკანონო მშენებლობები გააპროტესტეს

798

თბილისის მერიასთან უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილებმა მოითხოვეს, რომ მთავრობამ კანონი გარემოს მოარგოს. მათი თქმით, თბილისში მომწამვლელია ჰაერი და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაზრდილია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მიესალმებიან კახა კალაძის ინიციატივას, K2 კოეფიციენტის გაყიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებენ, რომ “უნდა მიეხედოს ნარმანიას მემკვიდრეობას“

“„მივესალმებით კალაძის ინიციატივას, K2 კოეფიციენტის ვაჭრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა, რაღაც უნდა ვუშველოთ დავით ნარმანიას უმძიმეს მემკვიდრეობას. იმდენ მშენებლობაზეა ნებართვა გაცემული, რასაც ეს K2 შეზღუდვა აღარ შეეხება, რომ უნდა ვიფიქროთ განსაკუთრებულად კრიტიკული მშენებლობების ადგილმონაცვლეობაზე. მოვუწოდებთ თბილისის მთავრობას, მეტად მეგობრული იყოს ჯანსაღი გარემოსადმი“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნატა ფერაძემ.