გურჯაანის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ

752

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, მენეჯერების, აღმზრდელებისა და ლოგოპედების გარდა, ხელფასი ტექნიკურ პერსონალსაც გაეზარდა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

“პირველი თებერვლიდან მენეჯერების, აღმზრდელების, მენეჯერის თანაშემწეების სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა 25 %-ით, ხოლო ტექნიკური პერსონალის – 30 პროცენტით. მაგალითად, აღმზრდელის ხელფასი თუ იყო 375 ლარი, ახლა 460 ლარი გახდა, ხოლო თანაშემწე 250 ლარის ნაცვლად – 320 ლარს აიღებს“, – განმარტა შორენა ფროდიაშვილმა.

მისივე თქმით, 37 ბაგა-ბაღის თანამშრომლებზე მომატებული ხელფასი თებერვლის ბოლოდან გაიცემა.