სატრანპორტო საშუალებებით, ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. კალაძის თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, გამოყოფილია დიდი ოდენობის თანხა. მისივე განცხადებით, თბილისის მერიას აქვს კონკრეტული სატრანსპორტო გეგმა, რომელიც გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი და რომლის პირველ ეტაპზე, იგეგმება ავტობუსების სრული განახლება. კალაძის თქმით, 2019 წლიდან დედაქალაქის ყველა რაიონს, თანამედროვე, კომფორტული და სწრაფი ავტობუსები მოემსახურეაბა.
“არის სკითხები, რომელიც განსაკუთრებით პრორიტეტულია, ერთ-ერთ მათგანს ტრანსპორტით გამწვეული ჰაერის დაბინძურება და საცობების მზარდი ტენდენცია წარმოადგენს. ამ პრობლების ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეუძლებელია, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული რესურსით, სატრანსპორტო პოლიტიკით, რომელიც გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი, შევძლებთ პრობლემების მოგვარებას და გადაჭრას. ქალაქში სატრანპორტო საშუალებებით ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, მანქანების რაოდენობასაც თუ შევხედავთ 6-7%-ით იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა, რაც პრობლემას წარმოადგენს და თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში.
ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს ნაკლებ მანქანას და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც იქნება ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი იყოს მოწესრიგებული, 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად გვინდა ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსების პარკი და დამატებით შევიძინოთ ავტობუსების რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველა რაიონში, უბანსა და ქუჩაზე კომფორტულად უნდა შეეძლოს დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.