პარკირებაზე, შესაძლოა, რამდენიმე სახის ტარიფი დაწესდეს

922

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის თქმით, პარკირებაზე, შესაძლოა, რამდენიმე სახის ტარიფი დაწესდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“საფასურის ოდენობას მე ახლა ვერ დაგისახელებთ, საკრებულოსთან ერთად ვიმსჯელებთ ამ თემაზე – შეიძლება სამი ან ოთხნაირი ტარიფი იყოს, იქიდან გამომდინარე, რა ზონაში იქნება მისი გავრცელება. გადახდის მეთოდი იქნება, როგორც ელექტრონული აპლიკაცია, ასევე სწრაფი გადახდის აპარატი.

მანქანისთვის, რომელიც საცხოვრებელ სახლთან მდებარე მუნიციპალურ პარკინგზე იქნება გაჩერებული, საათობრივი პარკირების საფასური იქნება ნული, ის არაფერს გადაიხდის ამ შემთხვევაში, ასევე ნული იქნება შშმ პირებისთვის და ელექტრომანქანებისთვის,” – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისში პარკირების ღირებულებას საკრებულო, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაადგენს.

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

ამასთან, კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.