დირექტორებმა ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სპორტული მოედნები, წყლისა და კანალიზაციის, ასევე დენის გაყვანილობები, დაზიანებულია ჭერი და საპირფარეშოები – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რის შესახებაც სკოლების დირექტორებმა ახალციხის მერთან ისაუბრეს. ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, 20 თებერვალს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს და ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს შეხვდა. მიზანი, სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გაცნობა იყო....
მეტეხის ეკლესიასთან გიდებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, საქართველოს რუკის დამახინჯების ფაქტები გახშირებულია და ეს მხოლოდ ტურისტულ კომპანიებს არ ეხებათ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ასეთი დარღვევა უმეტესწილად ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების კომპანიების მიერ ხდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. საკითხზე კომენტარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სიმბოლიკის ნებისმიერი სახით დამახინჯება ლახავს სახელმწიფოებრიობას, არის დაუშვებელი და სახელმწიფო შესაბამის...
წინა სტატია ზუგდიდის შპს "მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორი" ბადრი ნემსაძე, რომელიც გასული წლის ნოემბერში აცხადებდა, რომ  სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის უფასო მგზავრობის პროგრამა ზარალის მომტანი იყო, ახლა პროგრამისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "მძღოლები არ ჩხუბობენ, მაგრამ პრობლემები არის. ისინი უკმაყოფილოები არიან იმიტომ, რომ მათ შემოსავალი დააკლდათ. უნდა გაიზარდოს სუფსიდია. გაირკვა, რომ აღნიშნული პროგრამის დაფინანსების შემდეგ, დღეში, დაახლოებით, 650 მგზავრი უფასოდ დადის....
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სამუშაო სხდომაზე განაცხადა, რომ მაისის შუა რიცხვებში ზუგდიდში ახალი ავტობუსები იმოძრავებს, სადაც გადახდის აპარატები დამონტაჟდება. მისივე თქმით, ტარიფი იგივე, 40 თეთრი დარჩება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "15 ავტობუსით განახლდება ზუგდიდის ავტოპარკი და ჩვენ რეკომენდაციაა, რომ წარმოადგინონ სქემა და გრაფიკი ახალი ავტობუსების მოძრაობის, რათა დაანგარიშებული იყოს ყველა ხარჯი. ჯერჯერობით ფასები იგივე...
ზუგდიდის მერიის სამსახურებში დამატებითი ცხელი ხაზის ნომრები ამოქმედდა. თუკი მოქალაქე მანამდე მერიაში ერთ ნომერზე რეკავდა, ახლა შეუძლია მისთვის საჭირო სამსახურს ინდივიდუალურად დაუკავშირდეს. როგორც მერიაში განმარტავენ, ნომერზე 1308-ზე დარეკვით მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ პროგრამასა და მომსახურეობაზე. მათივე ინფორმაციით, ცხელ ხაზზე დარეკვა ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან და საქალაქთაშორისო ტელეფონიდანაა შესაძლებელი. ცალკეული პროგრამის ოპერატორების ნომრები: 1308 -101 - ჯანდაცვა; 1308-102 -სოციალური; 1308 - 103 - ეკონომიკა; 1308-104 - ზედამხედველობა; 1308-105 - ინფრასტრუქტურა; 1308-106 - კეთილმოწყობა; 1308-107...
წინა სტატია ზუგდიდის მერიის "სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორის გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, 22 თებერვალს ზუგდიდის ყინულის სახლი გაიხსნება. მისივე თქმით, სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის. მერიაში კი განმარატვენ, რომ საკითხს აზუსტებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მას შემდეგ, რაც სკეიტპარკის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია "m²“ სასტუმროს მშენებლობით დაინტერესდა, ყინულის სახლის სხვაგან გადატანა განიხილებოდა. თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. შეგახსენებთ,...
ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. არახამიას თქმით, სამსახურიდან საკუთარი სურვილით მიდის და მიზეზი სხვა სამსახურში გადასვლაა, თუმცა სად, ჯერ არ აკონკრეტებს. "პირველი მარტიდან აღარ ვიქნები მერიაში, პირადი სურვილის საფუძველზე. განცხადება 20 თებერვალს დავწერე. არასამთავრობოში არ გადავდივარ. ნახავთ მოგვიანებით. საჯარო სამსახურში არავინ დაინტერესებულა, რატომ მივდივარ. უბრალოდ დააკმაყოფილეს მგონი უკვე ჩემი განცხადება“, - აღნიშნა ბესიკ არახამიამ. შეგახსენებთ, რომ...
2018 წელს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებზე ხელფასის სახით სულ 424 330 ლარი გაიცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. აქედან თანამდებობის პირებმა 153 245 ლარი მიიღეს, სხვა შტატიანმა თანამშრომლებმა - 226 332 ლარი, შტატგარეშე თანამშრომლებზე კი 44 752 ლარი გაიცა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, შიდა ქართლში თანამდებობრივი სარგო 3 სახელმწიფო რწმუნებულზე გადანაწილდა, აქედან კახა სამხარაძემ 3 თვე იმუშავა და მისმა ხელფასმა 17...
თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 თებერვალს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია ტენდერი მეშვეობით უახლოეს მომავალში გამოავლენს კომპანიას, რომელიც სახელმწიფოს დაკვეთით უკანონოდ აშენებულ შენობა-ნაგებობებს დემონტაჟს ჩაუტარებს. "მინდა შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად მიტაცებას. ბოლო დღეების განმავლობაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინა მსგავსი ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა და პირადად ჩემთვის და...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება პარკირების საფასურის აზრი ის არის, რომ შემცირდეს მანქანების მოხმარება, - განაცხადა თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ პარკირების გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებულ კითხვის საპასუხოდ. მისივე თქმით, სისტემა ივლისიდან ამოქმედდება და პარკირების საფასური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება. "საკრებულოში უკვე ამ კვირაში გაიგზავნება პროექტი, დაიწყება კომისიებში მსჯელობა, შევჯერდებით საფასურებზე და პირველი ივლისიდან უკვე ამოქმედდება. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საფასური მთლიანად მიემართება მუნიციპალიტეტში, თბილისის სატრანსპორტო...
"სამინისტროს მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. 2017 წელს წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 40%-მდე მეტი თანხა ჩაიდო, ხოლო შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი 20%-ით იზრდება. 2019 წელს დაგეგმილია 20%-იანი ზრდა და 2 მილიარდი ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში", -განაცხადა ვიცეპრემიერმა,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. მისივე თქმით, 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, რუსთავში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, სახელწოდებით - "ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ გაიმართა. ღონისძიებაზე ქვემო ქართლშის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, ასევე, მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. რეხვიაშვილის თქმით, ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიური საინფორმაციო კამპანია იგეგმება, ამის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში...
რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით  გამოსვლისას, განაცხადა, რომ რეგიონებში პროექტებს მთლიანად მუნიციპალიტეტები მართავენ, სამინისტრო კი ამონიტორინგებს და ეხმარება მათ. "რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის განაწილების ფორმულა შევცვალეთ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. ასევე, შემოვიღეთ სტიმულირების პროგრამა, რაც ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტებში 1 მაისამდე უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული კომპანიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხების 50% დაბრუნდება ფონდში და განაწილდება სხვა პროექტებზე....
დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, რომელზეც მაია ცქიტიშვილი “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოდიოდა, ხილიანის ქუჩისა და განახლებული "მზიურის პარკის“ საფეხმავლო ბილიკით დაკავშირების ინიციატივა გამოთქვა. რაზეც რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ თბილისში ხილიანისა და დოლიძის ქუჩისა და "მზიურის პარკის“ საფეხმავლო ბილიკის დასაკავშირებლად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. "რაც შეეხება დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას, "მზიურის პარკის“ ხილიანთან დაკავშირებასთან დაკავშირებით, საინტერესო ინიციატივაა. ჩვენც ვიყავით ადგილზე. თბილისის გენგეგმაზე...
ჯერ კიდევ უცნობია, გადასცემს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას ადგილობრივ თვითმმართველობებს. როგორც droa.ge-სთან საუბარში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, უწყება ამ დრომდე ადგილობრივ თვითმმართველობებს ქონებას მიზანშეწონილობის შესაბამისად გადასცემს. "ეს მიმდინარე პროცესია და ჩვენ ყოველთვის გადავცემთ თვითმმართველობას ქონებას, როდესაც ეს არის მიზანშეწონილი", - ასე გამოეხმაურა მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობების მოთხოვნას მათ ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო და...
წინა სტატია რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანმა ამერიკულმა კომპანიამ "Af&Co-მ" 2019 წლის ტენდენციები გამოაქვეყნა, სადაც ქართული საჭმელი წლის სამზარეულოდ, აჭარული ხაჭაპური კი წლის კერძად დაასახელა. "Af&Co" ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს. რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის წლის კერძად თავისი გემოს, ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე, ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ