2018 წელს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებზე ხელფასის სახით სულ 424 330 ლარი გაიცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აქედან თანამდებობის პირებმა 153 245 ლარი მიიღეს, სხვა შტატიანმა თანამშრომლებმა – 226 332 ლარი, შტატგარეშე თანამშრომლებზე კი 44 752 ლარი გაიცა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, შიდა ქართლში თანამდებობრივი სარგო 3 სახელმწიფო რწმუნებულზე გადანაწილდა, აქედან კახა სამხარაძემ 3 თვე იმუშავა და მისმა ხელფასმა 17 700 ლარი შეადგინა. აკაკი მაჭუტაძემ მას ერთი თვით გაუსწრო და 4 თვის სარგო 22 525 ლარის ოდენობით მიიღო. 2018 წლის ბოლომდე 4 თვე მოუწია მუშაობა გიორგი ხოჯევანიშვილსაც, რომელმაც გასულ წელს ხელფასის სახით 26 013 ლარი მიიღო. სახელმწიფო რწმუნებულის ხელფასი 2018 წლისთვის 5 900 ლარით განისაზღვრებოდა, იქიდან გამომდინარე რომ ხოჯევამნიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა აგვისტოს მეორე ნახევარში დაიწყო, სექტემბრის თვეში ხელფასი 2 413 ლარით მეტი აიღო.
რაც შეეხება მოადგილეებს, ყოფილმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ მხოლოდ ორი თვის სარგო 5 760 ლარი მიიღო, სიმონ გულედანმა-43 025 ლარი, ლევან ჟღენტმა-25 955 ლარი, ნოდარ მეტრეველის 6 თვის სარგომ კი 12 266 ლარი შეადგინა.
2018 წელს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისათვის საბიუჯეტო სახსრებიდან სულ 625 000 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც სამხარეო ადმინისტრაციამ 95% აითვისა.