თბილისში გიდებმა საქართველოს რუკის დამახინჯების ფაქტები გააპროტესტეს

794

მეტეხის ეკლესიასთან გიდებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, საქართველოს რუკის დამახინჯების ფაქტები გახშირებულია და ეს მხოლოდ ტურისტულ კომპანიებს არ ეხებათ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ასეთი დარღვევა უმეტესწილად ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების კომპანიების მიერ ხდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

საკითხზე კომენტარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სიმბოლიკის ნებისმიერი სახით დამახინჯება ლახავს სახელმწიფოებრიობას, არის დაუშვებელი და სახელმწიფო შესაბამის კანონზე მუშაობს.

გიდებმა აქცია დევიზით “ეს საქართველოა” გორშიც გამართეს.

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რუკის ტერიტორიული მთლიანობის დამახინჯებით გავრცელება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს.