სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ფოთში რეაბილიტირებულ საცხოვრებელ კორპუსში წყალი ჩადის, რამაც მოსახლეობის საცხოვრებელები დააზიანა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"წვიმიან ამინდში წყლით იტბორება 7 მოსახლის საცხოვრებელი ბინა, აქედან 5 საცხოვრებელი ბინა პრაქტიკულად განადგურებულია და გამოუყენებელია საცხოვრებლად“, - ეს ნაწილია იმ ხარვეზებისა, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე №14, №16 და №21 მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებში აღმოაჩინა.
აღნიშნული საცხოვრებლების რეაბილიტაციაზე ფოთის მერიამ 1.36...
ლიზა სოფრომაძე - რეგიონის განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე
რამდენიმე წლის წინ, როცა თვითმმართველობის შესწავლა დავიწყე, მთავარი საკითხი იყო ჩემთვის, გამეგო მისი არსი - იყო ბევრი ლექცია GIPA-ში თვითმმართველობაზე, მასალების დამუშავება, კვლევები, მუშაობა მუნიციპალიტეტებთან, სამინისტროებთან, მოსახლეობასთან, ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან, ბევრი დისკუსია, მსჯელობა, კამათიც და დათანხმებაც.
ჩემმა გამოცდილებამ დამანახა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას მართავ - ქვეყანას, ბიზნესს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ ოჯახს,...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პრემიერმინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს 2019 - 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის თანახმადაც უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად, ქვეყანაში აბონენტების 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული იქნება, მათ შორის, გაზიფიცირდება ისეთ დასახლებებიც, სადაც ბუნებრივი აირით არასდროს უსარგებლიათ.
თურნავას განცხადებით,...
სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირის განმავლობაში, 8-დან 15 მარტის ჩათვლით არის დაგეგმილი, მაგრამ რადგან 16 მარტი შაბათია, სასწავლო პროცესი 18 მარტს განახლდება.
მოსწავლეებს დასვენება აპრილის თვეშიც 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ტრადიციულად უქმე იქნება წითელი პარასკევი და აღდგომის მომდევნო ორშაბათი, შესაბამისად, მოსწავლეები 26-დან 29 აპრილის...
თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება და ღია სივრცეებში მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადი ხდება. შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები ასახულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მოამზადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას - გამოიწვევს...
2017-2018 წლებში თბილისში კორპუსების მშენებლობაზე 1 276 ნებართვა გასცეს. მათგან ყველაზე მეტი 2017 წელს -683, ხოლო 2018 წელს 593 ნებართვა გაიცა. ამასთან, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით, თბილისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 67 ნებართვა გაიცა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
შესაბამისად, 2017 წლიდან 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით თბილისში, მხოლოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით,...
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, 2018 წელს ჯამში 182.2 მილიონი ლარის ღირებულების 12 კაპიტალური პროექტი წლიურ გეგმასთან შედარებით 0%-ით შესრულდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც გასულ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა, შემდეგია: ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა - პროექტზე გასულ წელს ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული, თუმცა გამოცხადებული ტენდერი 3-ჯერ ჩაიშალა;...
წინა სტატია
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტზე დავით გორდელაძის კანდიდატურა განიხილება.როგორც გამოცემა "ნიუპრესი" წერს, აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ დახურულ შეხვედრაზე გააკეთა.
დავით გორდელაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანეობს. ის წლების განმავლობაში როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში, ასევე, ქუთაისის მერიაში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ დალაქიშვილმა აღნიშნული თანამდებობა პირადი...
წინა სტატია
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის ფარგლებში არსებულ ცხრა სამსახურს მეათე, აუდიტის სამსახური დაემატება, რომელიც ამ დრომდე განყოფილების სახით ფუნქციონირებდა. ამასთან, დაგეგმილია
არქიტექტურის სამსახურის ა(ა)იპ ორგანიზაციად გადაკეთებაც. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ქუთაისის მერიაში "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით 13 თანამდებობის პირია განსაზღვრული. თუ ახალი სამსახური შეიქმნება, ან ვიცემერების შტატები უნდა შემცირდეს, ან სხვა სამსახური გაუქმდეს.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, ფუნქციას შეიცვლის არქიტექტურის...
ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, წყნეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა განმარტა, რომ აფხაზეთისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საკალთბურთო მოედნის ადგილზე მშენებლობა არ განხორციელდება, ვინაიდან, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს მესაკუთრისთვის ნებართვა არ მიუცია.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა არ არსებობს, ტერიტორიაზე სამშენებლო ბანერი განთავსდა, რამაც მოსახლეობაში გაურკვევლობა გამოიწვია.
ვაკის გამგებლის განცხადებით, მშენებლობის ნებართვა...
მოქალაქეებს ვისაც აქვთ იდეა, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქ რუსთავში რეკრეაციული სივრცე, რუსთავის მერიის ახალი ინიციატივა აძლევთ შესაძლებლობას, შეცვალონ გარემო და განაახლონ ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი სკვერები. კერძოდ, საუბარია რუსთავის თეატრისა და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასა და იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ ახალგაზრდობის პარკზე.
"ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს და თავად შექმნას რუსთავში არსებული ორი სკვერის განვითარების კონცეფცია. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ტერიტორის...
რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების მიღება უკვე ელექტრონულადაა შესაძლებელი.
როგორც რუსთავის მერიაში განმარტავენ, ამასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში პრეზენტაცია პრეზენტაცია, მერიის აპარატის სერვისების განვითარებისა და საქმის წარმოების განყოფილების ხელმძღვანელმა, თამთა დოკვაძემ წარადგინა.
"ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მერიის სამსახურებისგან ნებისმიერი ტიპის მომსახურება ან ინფორმაცია, სახლიდან გაუსვლელად my.gov.ge-ზე დარეგისტრირებითა და ID ბარათის გამოყენებით მიიღოს. ამ ეტაპზე, ელექტრონული სერვისების ერთიან ვებპორტალზე უკვე ჩატვირთულია არქიტექტურულ-სამშენებლო ნებართვების მისაღებად და...
წინა სტატია
ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას გაერთიანებული ოპოზიცია ეხმიანება. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ რეორგანიზაციის რეალური მიზანი პარტიული აქტივის დასაქმებაა.
"მიგვაჩნია, რომ ქუთაისის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა არა მერიის მენეჯმენტის გაუმჯობესებას და პრობლემების მოგვარებას, არამედ პოლიტიკური და ვიწროპარტიული ამოცანების გადაჭრას, რაც დადასტურდა ქუთაისის მერის მიერ საკრებულოში წარმოდგენილი ახალი სტრუქტურით.
ახალი სტრუქტურის მიხედვით, იქმნება ერთი ახალი სამსახური...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დმანისის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წყალმომარაგების მიწოდება ათეული წლების პრობლემას წარმოადგენს, ახალი სისტემების მოწყობას გეგმავს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, საპროექტო მომსახურებაზე გამოცხადებულია ტენდერი და გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია საპროექტო სამუშაოებს მიმდინარე წლის მარტში დაიწყებს.
"დღეის მდგომარეობით, დმანისში არსებული ოთხივე რეზერვუარი ამორტიზებულია, ერთ-ერთი რეზერვუარი 1960-იან წლებშია აგებული. მოძველებული მილების ხშირი დაზიანებების გამო, სასმელი წყლის დანაკარგი დიდია, რაც...
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებას დაესწრო.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, სოფლის კრები ამჟამად დერცელში, კიკიბოში, ღორთუბანში, აფიეთსა და ზედუბანში გაიმართა.
"მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებიდან, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა პრიორიტეტული წინადადებები, რომელიც გულისხმობს: სოფელ დერცელში გარეგანათების მოწყობასა და მთის გზის რეაბილიტაციას; სოფელ კიკიბოში მთის გზის, სასმელი წყლისა და ცენტრალური სოფლამდე...
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, აპრილში დაიწყება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე შეიცვლება მოედნის საფარი და კეთილმოეწყობა ადმინისტრაციის შენობას.
"ტორპედოს" სტადიონის დირექტორის თემურ კიკვაძე სამუშაოების დაწყების ზუსტ დროს ვერ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია.
"ამ დროისთვის პროექტირებზეა დაწყებულია მუშაობა, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება. ზუსტი დრო უცნობია, ალბათ, აპრილში დაიწყება სამუშაოები. სავარაუდოდ, ევროლიგისთვის მზად ვიქნებით", - განაცხადა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































