იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტზე დავით გორდელაძის კანდიდატურა განიხილება.როგორც გამოცემა “ნიუპრესი” წერს, აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ დახურულ შეხვედრაზე გააკეთა.
დავით გორდელაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანეობს. ის წლების განმავლობაში როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში, ასევე, ქუთაისის მერიაში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ დალაქიშვილმა აღნიშნული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იმავე დღეს თანამდებობა ასევე პირადი განცხადების საფუძველზე ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი იობაშვილმაც დატოვა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილის პოსტზე ქუთაისის საკრებულოს წევრი ლაშა გვენეტაძე განიხილება.