რუსთავის მერია სკვერების მოსაწყობად მოქალაქეებს იდეების წარდგენას სთავაზობს

1134

მოქალაქეებს ვისაც აქვთ იდეა, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქ რუსთავში რეკრეაციული სივრცე, რუსთავის მერიის ახალი ინიციატივა აძლევთ შესაძლებლობას, შეცვალონ გარემო და განაახლონ ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი სკვერები. კერძოდ, საუბარია რუსთავის თეატრისა და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასა და იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ ახალგაზრდობის პარკზე.

“ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს და თავად შექმნას რუსთავში არსებული ორი სკვერის განვითარების კონცეფცია.  გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ტერიტორის კეთილმოწყობის მიმართ რუსთაველების დაინტერესება არის მაღალი, გვსურს აღნიშნული ადგილები გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც თავად მოქალაქეებს სურთ.

წარმოდგენილი თითოეული კონცეფცია იქნება განხილული და მათგან საუკეთესო საბოლოო პროექტის სახეს მიიღებს”, – განმარტავენ რუსთავის მერიაში.

მსურველებს პროექტების, კონცეფციებისა და იდეების გაგზავნა ელექტრონულ მისამართზე idearustavi@gmail.com-ზე 15 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.