დმანისის 19 სოფელი განახლებული წყალმომარაგებით ისარგებლებს

871

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დმანისის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წყალმომარაგების მიწოდება ათეული წლების პრობლემას წარმოადგენს, ახალი სისტემების მოწყობას გეგმავს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, საპროექტო მომსახურებაზე გამოცხადებულია ტენდერი და გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია საპროექტო სამუშაოებს მიმდინარე წლის მარტში დაიწყებს.

“დღეის მდგომარეობით, დმანისში არსებული ოთხივე რეზერვუარი ამორტიზებულია, ერთ-ერთი რეზერვუარი 1960-იან წლებშია აგებული. მოძველებული მილების ხშირი დაზიანებების გამო, სასმელი წყლის დანაკარგი დიდია, რაც მოსახლეობას შეზღუდული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ქსელების, ახალი რეზერვუარის და სათავე ნაგებობის მშენებლობა. მოეწყობა მაგისტრალური მილები და სატუმბი სადგური, გარდა ამისა, მოხდება კორპუსების შიდა ქსელების მოწყობა და აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება“, – განმარტავენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.