პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მწვანე ეკონომიკის ფარგლებში გაცემულია დავალება, რომ უმოკლეს ვადებში მომზადდეს ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის მონიტორინგსაც ზედამხედველობას სპეციალური საკოორდინაციო საბჭო გაუწევს.
"მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც შეეხება საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2019 – 2022 წლების სამოქმედო გეგმას. მწვანე ეკონომიკა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიის ნაწილი და ერთ-ერთი პრიორიტეტი, შესაბამისად, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ...
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობამ ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შეიმუშავა, რათა მათ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შეძენა თანადაფინანსების გზით შეძლონ. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 4 მილიონი ლარი იქნება.
"დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც შეეხება სოფლის მეურნეობის სექტორს. მოგეხსენებათ, რომ გასული წელი გამორჩეული იყო.
მე მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის...
სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიში სუფთა ჰაერის უფლების მნიშვნელობას, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს ასახავს.
"დედაქალაქში ეტაპობრივად ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც საქართველოში არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს", - ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტი ტექნიკური გამართულობის მიუხედავად, დაბინძურების საფრთხეს ქმნის.
27 თებერვალს, ქუთაისში "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ ახლადრეაბილიტირებული 30-ე და 36-ე საჯარო სკოლები ოფიციალურად გაიხსნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"საჯარო სკოლებს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი. სკოლების რეაბილიტაციას აშშ-ის მთავრობა აფინანსებს. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტით/გრანტით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მილიონი აშშ დოლარის...
ბათუმში პუშკინის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა. როგორც მერიაში განმარტავენ, ობიექტების მეპატრონეებს გაფრთხილებები რამდენიმე დღის წინ დაურიგდათ.
"საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევებთან დაკავშირებით ღონისძიებები გასულ კვირას ქუთაისისა და ზ. გამსაურდიას ქუჩებზე ჩატარდა. უფრო ადრე სავაჭრო დახლები ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში აიღეს. უკანონოდ მოწყობილი გარევაჭრობისგან ქალაქის ქუჩების გათავისუფლება წერეთლის ქუჩიდან დაიწყო...
ტყიბულის სოფელ საწირეს საბავშვო ბაღში მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობელი მერის წარმომადგენლის თენგიზ ლომთაძის დავალებით მიმდინარე წლის 2 თებერვალს მოხსნეს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
როგორც ბაღის გამგე დარეჯან სუპატაშვილი ამბობს, მათ ბაღში ცენტრალური გათბობა დაამონტაჟეს, რის გამოც გამათბობელი აღარ დასჭირდებოდათ და ის ახალსოფლის ბაღისთვის უნდა გადაეცათ. მისი თქმით, გამათბობელი თენგიზ ლომთაძის ბრძანებით მოხსნეს.
წყლის გამათბობელი ამჟამდ ბაღის ნაცვლას თენგიზ ლომთაძის ავტოფარეხში აღმოაჩინეს.
ლომთაძის ოჯახის წევრები აცხადებენ,...
ყვარლის ბაღების გაერთიანების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ყვარლის მერს სასამართლოში უჩივის. მაია სამიტაშვილი ამბობს, რომ როსტომ სესიაშვილმა ის სამსახურიდან უსაფუძვლოდ, მხოლოდ პირადი კონფლიქტის გამო გაათავისუფლა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რის გამოც მერის წინააღმდეგ სასამართლოში ვჩივი. ყოფილი მერის ბოლო კადრი ვიყავი, რომელიც მერიაში ვმუშაობდი და მეც გამათავისუფლა. ადრე სამსახურიდან სხვა თანაშრომელი გავუშვი სწორედ მისი ბრძანების გამო, ის ქალი მერე...
"რეალური სივრცე"
20 წელზე მეტია, საქართველოში ყოველი ახალი ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ამ ქვეყნის კურსი არის დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობა.
ვიღებთ კანონებს, ვწერთ სტრატეგიებს და ახალ კონცეფციებს, მაგრამ რა რეალურ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღოთ ძლიერი, დამოუკიდებელი თვითმმართველობა, რომელსაც ექნება გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, პასუხისმგებლობა, ფინანსები და ქონება და არ დაელოდება მითითებებს ცენტრიდან.
ამ კითხვებზე პასუხებს "რეალურ სივრცის" ამ გადაცემიდან მიიღებთ.
თბილისში მდებარე "მშვიდობის ხიდის" მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 3 მარტს დაიწყება და 6 მარტს დასრულდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 315 647 ლარია. მომსახურების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ძირითადი ელექტრონული და პროგრამული მოწყობილობები დამზადებულია კონკრეტულად "მშვიდობის ხიდის“...
წინა სტატია
გორის მერიის ხუთმა თანამშრომელმა 2019 წლის იანვარში ფულადი ჯილდო მიიღო. მერიის ინფორმაციით, ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც დეკემბერში ჯილდოს გაცემისას დეკრეტში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
"როგორც სხვა დანარჩენებმა მივიღეთ, დეკემბერში შეფასების შედეგად ჯილდოები, ასევე ,გადაეცათ ამ თანამშრომლებს, უბრალოდ ესენი, იმ დროს იყვნენ დეკრეტში და ტექნიკურად დეკემბრის მაგივრად ჩაერიცხათ ჯილდო იანვარში".-აღნიშნავენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს გორის მერიაში ჯილდოს...
წინა სტატია
ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები, რომელშიც 4.1 მილიონი ლარია გადახდილი, უხარისხოდ შესრულდა – ასეთია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა. ამის მიუხედავად, ფოთის მერიამ სამუშაოები ჩაიბარა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, 2015 წელს ფოთში მალთაყვას უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) პირველი ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუფორმა შპს "პირამიდა ფ.რ-ს ფილიალს“. ხელშეკრულებით, სამუშაოები 2016 წლის 31...
ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის მცხოვრებლებმა გზის შეკეთების მოთხოვნით 23 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს. სოფლის მცხოვრებლები ობუჯი-ჯიხაშაკრის დამაკავშირებელი გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, მერიას გზის შეკეთების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ზუგდიდის მერიაში კი აცხადებენ, რომ ჯიხაშკარის გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, მაგრამ ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.
შეგახსენებთ, რომ გზის მშენებლობის მოთხოვნით ჯიხაშკარში აქცია გასულ...
"რეალური სივრცე"
ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია: საუკუნის გადასახედიდან ძალიან ბევრი საინტერესო გაკვეთილის მიღება შეიძლება. 100 წლის წინ თვითმმართველობის რეფორმის ინიციატორი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მან თქვა, რომ ჩვენ ევროპული მოდელიც კი არ გვაწყობს, რომელიც უფრო ცენტრალიზებულია, ჩვენ გვჭირდება ამერიკული მოდელი, სადაც სახელმწიფოს მთავარი უჯრედი არის თემი. ანუ, თუკი თემი არ არის ძლიერი, ყოველგვარ ილუზიას უნდა მოვეშვათ.
წინა სტატია
ზუგდიდის ვიცემერმა გიორგი შენგელიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა, რომ 15 ახალი ავტობუსიდან, 2 რუხსა და ანაკლიაში, დანარჩენი კი ქალაქ ზუგდიდში იმოძრავებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი დათა აქუბარდია დაინტერესდა, რატომ იყო აუცილებელი ავტობუსების შესაძენად სესხის აღება.
"მუნიციპალური ტრანსპორტით გადადგილება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სამარშუტო ტაქსებით. ძალიან ბევრი მოსახლისგან არის სამართლიანი პრეტენზია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით...
ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულსაქმეთა სამსახური კულტურული ღონისძიებებისას კვებით უზრუნველყოფისთვის 2 091 ლარის ღირებულების ტენდერებს აცხადებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1 371 ლარი რესტორნის მომსახურებისთვის, ხოლო 720 ლარი ფურშეტის მოწყობისთვის დაიხარჯება. ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანიის მომსახურებით ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, 2019 წლის განმავლობაში ისარგებლებენ.
რესტორნის მომსახურების მოთხოვნებში დეტალურად არის გაწერილი მენიუ. მათ შორის არის ელარჯი, კუჭმაჭი,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღს შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო გაზის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც "სოკარ ჯორჯია გაზის“ ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დარსანიამ განაცხადა, შემოწმების შედეგად ხუთ საბავშვო ბაღში ხარვეზები აღმოაჩინეს და მათ გამოსწორებამდე ბუნებრივი აირის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. მისი თქმით, გაზის მიწოდება მაშინ აღდგება, როცა ბაღები ხარვეზებს გამოსწორებენ.
"იმ ადგილებში სადაც დანადგარებია, არ არის გასანიავებელი სარკმელი, საუბარია სამზარეულოებზე....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































