პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მწვანე ეკონომიკის ფარგლებში გაცემულია დავალება, რომ უმოკლეს ვადებში მომზადდეს ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის მონიტორინგსაც ზედამხედველობას სპეციალური საკოორდინაციო საბჭო გაუწევს.
“მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც შეეხება საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2019 – 2022 წლების სამოქმედო გეგმას. მწვანე ეკონომიკა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიის ნაწილი და ერთ-ერთი პრიორიტეტი, შესაბამისად, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ კომლექსურად მივუდგეთ ამ საკითხს და მივიღოთ კონკრეტული გადაწვეტილებები. შესაბამისად, არის გაცემული დავალება, რომ უმოკლეს ვადებში იქნას მომზადებული ახალი სამოქმედო გეგმა და ამ საკითხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე გეგმის შესრულებას ზედამხვედველობას გაუწევს სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს და მას მე პირადად ვუხელმძღვანელებ. აქ იქნებიან ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება და დღესვე მოვახდენ ამ დავალების გაცემას საბჭოს წევრი უწყებების ხელმძღვანელებზე, რომ საქართველოს მასშტაბით გაკეთდეს სასმელი წყლით მომარაგების სიტუაციური ანალიზი და დაიწეროს სამოქმედო გეგმა“,- განაცხადა ბახტაძემ.