ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულსაქმეთა სამსახური კულტურული ღონისძიებებისას კვებით უზრუნველყოფისთვის 2 091 ლარის ღირებულების ტენდერებს აცხადებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1 371 ლარი რესტორნის მომსახურებისთვის, ხოლო 720 ლარი ფურშეტის მოწყობისთვის დაიხარჯება. ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანიის მომსახურებით ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, 2019 წლის განმავლობაში ისარგებლებენ.
რესტორნის მომსახურების მოთხოვნებში დეტალურად არის გაწერილი მენიუ. მათ შორის არის ელარჯი, კუჭმაჭი, ხბოს მწვადი, გებჟალია, ჭვიშტარი და შემწვარი ორაგული.
ტენდერი 20 თებერვალს გამოცხადდა და 28 თებერვალს დასრუდლება.