ტყიბულის სოფელ საწირეს საბავშვო ბაღში მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობელი მერის წარმომადგენლის თენგიზ ლომთაძის დავალებით მიმდინარე წლის 2 თებერვალს მოხსნეს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
როგორც ბაღის გამგე დარეჯან სუპატაშვილი ამბობს, მათ ბაღში ცენტრალური გათბობა დაამონტაჟეს, რის გამოც გამათბობელი აღარ დასჭირდებოდათ და ის ახალსოფლის ბაღისთვის უნდა გადაეცათ. მისი თქმით, გამათბობელი თენგიზ ლომთაძის ბრძანებით მოხსნეს.
წყლის გამათბობელი ამჟამდ ბაღის ნაცვლას თენგიზ ლომთაძის ავტოფარეხში აღმოაჩინეს.
ლომთაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამათბობელი დაზიანებული იყო და ამიტომ შეინახა ის თენგიზ ლომთაძემ საკუთარ ავტოფარეხში.
ბაღების გაერთიანების დირექტორი ემილია კაკაბაძე ამბობს, რომ წყლის გამოთბობლის დამონტაჟებისთვის საჭირო ხარჯები მათ გაიღეს, შესაბამისად, ის გაერთიანების საკუთრებას წარმოადგენდა. დირექტორის თქმით, გაერთიანება მერის სახელზე წერილს ამზადებს, შესაბამისი რეაგირებისთვის.
წყლის გამათბობლის გარდა, თენგიზ ლომთაძის ოჯახს, სხვა ხმაურიანი თემაც უკავშირდება. საუბარია სახლის გადასახურავ მასალაზე, რომლიც ოჯახმა მერიისგან მიიღო, როგორც სტიქიით დაზარალებულმა.
შესაბამისი განცხადება მერიაში თენგიზ ლომთაძის მეუღლემ დაწერა, რომლის საფუძველზე მერიამ მათ 4 000 ლარის გადასახური მასალა მისცა. ჯერჯერობით, ახალი მასალით სახლი გადახურული არ არის გადახურული. ლომთაძეები მიზეზად მოუცლელობას ასახელებენ.
“ქარმა გადამიხადა სახურავი და მომცეს 30 ცალი თუნუქის სახურავი თავისი ხის მასალით, ეს იყო და ეს. ამის შემდეგ “ნაციონალები” იძახიან, მოიპარეს და ასე შემდეგ”, – ამბობს თენგიზ ლომთაძე.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ლომთაძის შვილი გიორგი ლომთაძე ტყიბულის მერის მოადგილეა.