გორის მერიის ხუთმა თანამშრომელმა 2019 წლის იანვარში ფულადი ჯილდო მიიღო. მერიის ინფორმაციით, ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც დეკემბერში ჯილდოს გაცემისას დეკრეტში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“როგორც სხვა დანარჩენებმა მივიღეთ, დეკემბერში შეფასების შედეგად ჯილდოები, ასევე ,გადაეცათ ამ თანამშრომლებს, უბრალოდ ესენი, იმ დროს იყვნენ დეკრეტში და ტექნიკურად დეკემბრის მაგივრად ჩაერიცხათ ჯილდო იანვარში”.-აღნიშნავენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს გორის მერიაში ჯილდოს სახით 161 385 ლარი გაიცა. საახალწლოდ თანხა მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა, ყოფილმა ვიცემერმა, გელა კაპანაძემ, რვა სამსახურის უფროსმა და სხვა თანამშრომლებმა მიიღეს.