ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. თვითმმართველობაში 17 ვაკანტური პოზიციიდან 13 მათგანზე თანამშრომელი შეირჩა, ოთხი პოზიცია კი ისევ ვაკანტურია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. კონკურსის შედეგად შერჩეულ თანამშრომლებს ოფიციალურად მუშაობა არ დაუწყიათ. "ცამეტივე პირმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს, ამის შემდეგ კი დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე", – განმარტავენ მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიართობის სამსახურში. როდის გამოცხადდება კონკურსი ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე, რომლებზეც საკონკურსო კომისიამ თანამშრომელი ვერ შეარჩია,...
სტატიის გაგრძელება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიას მიმართა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც საკრებულოში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც აღნიშნული განცხადება დარეგისტრირდა, ფრაქცია ფაქტობრივად დაშლილია. აღნიშნული საკითხი საკრებულო სხდომაზე 11 მარტს განიხილება. თავად ირმა ამბარდნიშვილი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, კომენტარს არ...
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის ინიციატივით, რუსთავში 1 000 აივანზე ყვავილებით სავსე ქოთნები განთავსდება. მაჭორიტარმა დეპუტატმა 1 000 ქოთანი და 10 000 ყვავილი თამარ მეფის მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე კორპუსების აივნებზე განსათავსებლად, რუსთაველებს საჩუქრად გადასცა. "აქცია დედის დღეს დაიწყო და 8 მარტამდე გზისპირა კორპუსების 1000 ოჯახი ყვავილებით სავსე ქოთანს მიიღებს. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ რუსთაველებს გვეცხოვრა ისეთ ქალაქში, სადაც აივნებს ყვავილებით...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ზუგდიდში ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქცია აპრილამდე ვერ დაიწყება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "მოხდა სამწუხარო ფაქტი, ჭერი ჩამოინგრა, მაგრამ აპრილზე ადრე რეკონსტრუქციის დაწყება შეუძლებელია, ეს არის ყველაზე შემჭიდროებული ვადები, რაც სჭირდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას, პროექტიც გვაქვს, ფინანსური რესურსიც, შესაბამისად, ფონდი ქართუ დაიწყებს აპრილისთვის რეაბილიტაციას “, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ. მისივე თქმით, ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქციას ნიკოს...
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებმა 1 მარტს გამართულ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგის დაწესების უფლება მოითხოვეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. დეპუტატ ედიტა კოდუას განცხადებით, მის სოფელშიб აბასთუმანში ორი წლის წინ დასრულდა სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, თუმცა წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. "ფული დავხარჯეთ და საქმე ვერ გავაკეთეთ ძალიან გთხოვთ მივაქციოთ ყურადღება ასეთ საკითხებს. ასევეб ჩააბარეს გზები, რომლებიც არის კატასტროფულ მდგომარეობაში. რატომ ხდება ასე ძალიან მიკვირს, ვინ...
წინა სტატია აუდიოჩანაწერის ავთენტურობას სადავოს არც არავინ ხდის. აქ ჩვენ სადავოს ვხდით, რომ უკანონოდ არის მოპოვებული. განაცხადა ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ლაშა გოგია ნებაყოფლობით მივიდა და ჩააბარა ხმის ნიმუში, მოწმობს ერთ რამეს - რომ არაფრის ეშინია, მათ შორის, ამ ჩანაწერის. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. დაცვის მხარის განმარტებით, ყოფილი მერი დამნაშავე რომ ყოფილიყო, ჩანაწერი კი ჩადენილი...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 766 799 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშოები სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება და ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში დასრულდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო, ადმინისტრაციის ოთახების, სარეჟისოროს, დერეფნის, ფასადის, ვენტილაცია/გაგრილების სისტემის და სახურავის ნაწილის შეცვლა იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრის ახალ შენობა 2014...
წინა სტატია ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ. "მიმდინარე წლის 2 მარტიდან, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ტაქსის ლიცენზია და ახალი რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ", - განმარტავენ მომსახურების სააგენტოში. სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის შემდეგ, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს: მფლობელობაში...
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხ.გ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ გამგებლის მოადგილეს, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორციელება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება ევალებოდა. ამავე ცნობით, 2014 წლის 6 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს...
საგარეჯოს მერიამ საჯარო სკოლების მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვისთვის 61 907 ლარის ღირებულების ტენდერი გამარტივებული პირობებით გამოაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. სატენდერო განაცხადში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზეა გამოქვეყნებული, წერია, რომ 2019 წლის განმავლობაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის სატრანსპორტო საშუალების მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპია. გამარჯვებული მომწოდებლის გამოვლენამდე და ხელშეკრულების დადებამდე, იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლებში ტრანსპორტით...
წინა სტატია ფოთში 3 კორპუსის ევროპულ სტილში რეკონსტრუქციის პროექტში მუნიციპალიტეტმა 1 400 000-მდე ლარი დახარჯა. შენობის ფასადი ერთი შეხედვით კარგად გამოიყურება, რომ არა დეტალები, რომელიც მას ნელ-ნელა ძვრება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. კორპუსების უხარისხო რეაბილიტაცია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტში წერია, რომ სამუშაოების თავდაპირველ შემსრულებელთან, ვადების დარღვევის გამო ფოთის მერიამ ხელშეკრულება გაწყვიტა. მერიამ კომპანიას სანქციაც - 469 700 ლარი დააკისრა, თუმცა ამ თანხის ამოღება ვერ მოხერხდა. პროცედურების...
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან 2-თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალა. კერძოდ, შეზღუდვა დაწესდა ს.კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე. "ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება ნებადართული. ხოლო, ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ"- აცხადებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.
საკრებულოს წევრმა გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერია სასწრაფო დახმარების 80 ახალი მანქანის შეძენას გეგმავს, რომელიც არსებულ ძველს ჩაანაცვლებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. დეპუტატის თქმით, აღნიშნულისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. "ზოგადად ამის საჭიროება იყო. განსაკუთრებით ვირუსების პერიოდში დავინახეთ საჭიროება სასწრაფოს მანქანების დამატების. მათი შეძენის შემდეგ სერვისი, რომელიც თბილისელებს მიეწოდებათ კიდევ უფრო გაუმჯობესდება, შემცირდება მოლოდინის დრო. აღნიშნულისთვის 7 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება. ტენდერი გამოცხადდება...
წინა სტატია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა. "ერთი წლის წინ კახა კალაძემ "სითი პარკი“ რატომ გაიყვანა?! საპარკინგე ადგილები არ არისო, ჯარიმა და საურავი არის მაღალიო, გადაჰყავთ საჯარიმოზეო თბილისელებს კისერზე აწვებათო. რა შეიცვალა ერთი წლის მანძილზე? საპარკინგე ადგილი არც ერთი არ დამატებია ქალაქს, ჯარიმა იგივეა, საურავი იგივეა, ავტომობილები...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდაზე განცხადება გააკეთა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის ზრდა ისევ ხდება 62 მილიონი ლარით და ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქალაქის ყოფაზე. ამიტომ, დღეს ვმსჯელობთ ამ საკითხზე და დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა. ფრაქციის თავმჯდომარემ დედაქალაქის მთავრობის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებაზეც ისაუბრა. მისი თქმით,...
ისნის რაიონში, ავლაბარში, კვეზერელ-კოპაძისა და ქურხულის ქუჩების კვეთაზე, ახალი მრავალფუნქციური ფეხბურთისა და კალათბურთის სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია "კვადრელი“ აწარმოებს. სპორტული მოედნის მოსაწყობად 149 824 ლარი დაიხარჯება. როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე ეტაპზეა და 2019 წლის აპრილში დასრულდება. მათივე ცნობით, ისნის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული მოედნების მოწყობა კიდევ 3 მისამართზე მიმდინარეობს და მათ წლის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ