დავითულიანი: თბილისის ბიუჯეტის ზრდა დადებითად აისახება ქალაქზე

964

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდაზე განცხადება გააკეთა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის ზრდა ისევ ხდება 62 მილიონი ლარით და ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქალაქის ყოფაზე. ამიტომ, დღეს ვმსჯელობთ ამ საკითხზე და დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქციის თავმჯდომარემ დედაქალაქის მთავრობის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, გენგეგმის განხილვა საკრებულოში კომისიურ ფორმატში მომავალ კვირას გაგრძელდება. ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ საკრებულოს საკმაოდ აქტიური და დატვირთული სამუშაო კვირა ელოდება და თბილისს საბოლოოდ ახალი გენერალური გეგმა ექნება.