საკრებულოს წევრმა გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერია სასწრაფო დახმარების 80 ახალი მანქანის შეძენას გეგმავს, რომელიც არსებულ ძველს ჩაანაცვლებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
დეპუტატის თქმით, აღნიშნულისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
“ზოგადად ამის საჭიროება იყო. განსაკუთრებით ვირუსების პერიოდში დავინახეთ საჭიროება სასწრაფოს მანქანების დამატების. მათი შეძენის შემდეგ სერვისი, რომელიც თბილისელებს მიეწოდებათ კიდევ უფრო გაუმჯობესდება, შემცირდება მოლოდინის დრო. აღნიშნულისთვის 7 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება. ტენდერი გამოცხადდება და ავტომანქანები წლის ბოლომდე იქნება შემოყვანილი”, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.