ახალქალაქში შოთა რუსთაველის ძეგლამდე მისასვლელი გზა დაბინურებულია. ტერიტორია წელიწადზე მეტია ფეკალური მასებით იტბორება. ნიაღვარი ზამთარში პერიოდულად იყინება, ზაფხულში კი გაუსაძლისი სუნია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
შოთა რუსთაველის ძეგლი ახალქალაქის შესასვლელში დგას, ტერიტორია რკინის ღობითაა შემოსაზღვრული, საკანალიზაციო მილები კი რომელსაც თან ფეკალიების ნიაღვარი მოჰყვება, ეზოს შესასვლელთან გადის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ.
ძეგლის ზედა მხარეს, ქალაქის მიმართულებით, ადგილობრივების კომერციული ობიექტებია...
ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე ქვათაცვენის ფაქტები გახშირდა. ბოლო ერთ თვეში კლდიდან ლოდები ორჯერ ჩამოცვივდა და მანქანები დააზიანა. გეოლოგები ამბობენ, რომ ცენტრალურ გზაზე კლდეები უნდა გაიწმინდოს და ზედ რკინის ნაქსოვი ბადე გაიკრას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალქალაქიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ჩუნჩხის ხიდთან კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი 19 თებერვალს დაეცა, შემთხვევის შედაგად 48 წლის კაცი მძიმედ დაშავდა, იგი ამ დრომდე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
მძღოლები ამბობენ,...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სამსახურის მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსებას იწყებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, სწავლის საფასურის თანადაფინანსება ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს (სტუდენტის მაქსიმალური ასაკი -26 წელი) გაეწევათ, რომელთაც სრული გადასახდელი თანხის 50% მერია დაუფარავს. სტუდენტი უნდა სწავლობდეს აკრედიტირებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში.მათივე ინფორმაციით, თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 1125 ლარს.
პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:განცხადება მერის სახელზე;...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება მკაცრად გაკონტროლდება. მისი თქმით, აღნიშნული მასალების განთავსება და რეალიზება მხოლოდ დაშვებულ ზონაში იქნება ნებადართული.
"ჩვენ ამას გვკარნახობს მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გეგმა. ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ერთ-ერთი...
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია მისი მეგობარია, თუმცა მერიისთვის თაბორის N1-ში სასტუმროს მშენებლობა მისაღები არ არის.
"რამდენიმე თვის წინ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა თაბორის N1-ში, ყოფილი ბერძნის ქუჩაზე განაშენიანების მიზანშეწონილობის საკითხი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას. ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ არაფერი მაქვს...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავობის სხდომაზე განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს დიდ დიღომში ფართები გადაეცემა. მისი თქმით, დიდ დიღომში ოთხ მისამართზე უკვე გამოვლენილია ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც დაზარალებული ოჯახებისთვის ბინებს ააშენებენ.
"ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება ჩვენ დაწყებული გვაქვს, ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და მოვედით თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. თქვენ იცით, რომ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს თბილისის მერია 20 ოჯახს 1 ლარად საცხოვრებელ სახლს დაუკანონებს.
,"ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - დაკანონება, როდესაც ადამიანები წლების განმავლობაში საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობდნენ და გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ ამ ფართების დაკანონებას. ძალიან ბევრ ოჯახს მივეცით ეს ბედნიერება და შესაძლებლობა. დღეს, დაახლოებით, 20 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონდება...
თბილისის მერს კახა კალაძეს მეტროსადგურ "ავლაბარში" მიმდინარე სამუშაოები არ მოსწონს. მისი თქმით, ამ ფორმითა და დიზაინით სამუშაოების წარმოება მისთვის მიუღებელია. კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თანამშრომლებს დაავალა, სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად იმუშავონ ამ თემაზე და მაქსიმალურად მაღალ დონეზე გაკეთონ პროექტი. ამასთან, მისი განცხადებით, აუცილებელია, რაც შეიძლება მალე განახლდეს სამუშაოები.
"გუშინ ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ფორმით, ამ დიზაინით...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციამდე აღნიშნულ მონაკვეთზე გრუნტის გზა არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
"ნაფეტვრების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გზა აქ, ფაქტობრივად, არ არსებობდა. გზის მეორე ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, სადაც სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და...
დიღმის მასივში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ბაღი 300 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და 60-მდე ადამიანი დასაქმდება. მისივე თქმით, ბაგა-ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით.
საბავშვო ბაღის ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
"2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი რეფორმის შედეგად საბავშვო ბაგა-ბაღები უფასო გახდა, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. დღეს თბილისის ბაღებში 60 ათასზე მეტი...
წინა სტატია
საჩხერე-ონის ახალი გზის ქვემო ხევი-ბოყვის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხარისთვალა-ბოყვის მონაკვეთზე უკვე ერთი კვირაა, მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “NEW ROAD” არსებული გრუნტიანი გზის გაფართოების სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 7.5 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. აღნიშნულ მონაკვეთზე გზა ხარისთვალას, შქმერის, უშოლთას დაუსახლებელ ტერიტორიაზე და სოფელ ბოყვაში არსებული გრუნტიანი გზის მაქსიმალური გამოყენებით გაივლის.
რაც შეეხება ქვემო ხევი-უზუნთას მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას, მას...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაასრულა. მუშაობის შედეგს დღეს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
"ჩვენ დავასრულეთ კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის პროექტი. 7 კილომეტრზე მეტია მისი სიგრძე. მთლიანად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დღეს უკვე მოასფალტებულია და ყველა სამუშაო დასრულებულია. დარჩენილია გამწვანების სამუშაოების ნაწილი და გზის...
"ნაციონალური მოძრაობა“ ჭიათურაში მერობის კანდიდატად დავით კირკიტაძის წარდგენას აპირებს. ინფორმაციას "იმედინუსი" სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება "იმედინიუსმა" პარტიის რამდენიმე ლიდერთან სცადა, თუმცა ისინი ამ ეტაპზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
დავით კირკიტაძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, თუმცა ვინაიდან მის მიმართ განაჩენი ჯერ არ დამდგარა, საარჩევნო კოდექსი არჩევნებში კენჭისყრას არ უკრძალავს. დავით კირკიტაძე წარმოშობით ჭიათურიდანაა.
კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად გასული წლის 19 დეკემბერს წარუდგინეს....
რამდენიმე მუნიციპალიტეტს ახალი პროექტებისთვის რეგფონდიდან დამატებითი თანხები გამოეყო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროექტებისთვის თანხები ყვარლის, ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს, ოზურგეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს გაეზარდათ.
რეგფონდიდან ყვარლის მუნიციპალიტეტს 2 პროექტის განსახორციელებლად 1 501 034 ლარი დაემატა. კერძოდ, სოფელ გავაზაში სკოლის მიმდინარე გზის მოასფალტებას 1 029 727 (პროექტის სრული ღირებულება 1 083 923), სოფელ ალმატაში სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას კი 471 307 (პროექტის ჯამური...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 19 პროექტი 4 200 000 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
კერძოდ, ცენტრალური გზების რეაბილიტაციისთვის სოფელ საღანძილში 180 305, სოფელ მოლითში 266 768, ხოლო, სოფელ ხორითში (პირველი ეტაპი) რეგფონდიდან 225 000 ლარი დაიხარჯება.
ამავე ფონდიდან, გზების რეაბილიტაციას სოფელ ბაბში...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ხონის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 9 პროექტი 1 839 949 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
კერძოდ, ქალაქ ხონში გზების მოასფალტებისთვის ტ. ტაბიძის ქუჩაზე 128 230, მებუკის ქუჩაზე 112 640, ნინოშვილის ქუჩაზე 197 849, გურამიშვილის ქუჩაზე (გაგრძელება) 138 817, ბაგრატიონის ქუჩაზე (გაგრძელება) 273 277 ლარი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































