სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სამსახურის მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსებას იწყებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, სწავლის საფასურის თანადაფინანსება ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს (სტუდენტის მაქსიმალური ასაკი -26 წელი) გაეწევათ, რომელთაც სრული გადასახდელი თანხის 50% მერია დაუფარავს. სტუდენტი უნდა სწავლობდეს აკრედიტირებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში.მათივე ინფორმაციით, თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 1125 ლარს.
პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:განცხადება მერის სახელზე; სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი; ობოლი ბავშვის შემთხვევაში მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი; მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ; მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.