კალაძე: უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყება

722

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაასრულა. მუშაობის შედეგს დღეს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

“ჩვენ დავასრულეთ კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის პროექტი. 7 კილომეტრზე მეტია მისი სიგრძე. მთლიანად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დღეს უკვე მოასფალტებულია და ყველა სამუშაო დასრულებულია. დარჩენილია გამწვანების სამუშაოების  ნაწილი და გზის დახაზვის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ კახეთის გზატკეცილის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პირველად დავიწყეთ სწორედ სათადარიგო ზოლების რეაბილიტაცია, რადგან, როდესაც შეზღუდვები იქნება ცენტრალურ გზაზე, მათ გამოვიყენებთ“, განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო არეალში მოეწყო  ტროტუარი და ბორდიური, დაახლოებით, 70 000 კვ. მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ სანიაღვრე ქსელს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.