წინა სტატია
მესტიის ლაღამის უბანსა და უშგულის თემის სოფლებში სვანური კოშკების რეკონსტრუქცია იგეგმება. აღდგენის პროექტის შედგენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 500 000 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ლაღამი მესტიის ერთ-ერთი ისტორიული უბანია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მას მაქსიმალურად აქვს ისტორიულ-ურბანული სახე შენარჩუნებული.
ლაღამის უბანში ერთი ეკლესიის, 11 სვანური კოშკის, 6 მაჩუბის,...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე, გუდამაყარის ხეობები, სულ 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1 291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის, 4 საშუალო სკოლა ინტერნეტით დაიფარება. ამასთან, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის.
ხელშეკრულება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესახებ დღეს ტექნოპარკში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...
წინა სტატია
დედაქალაქის საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის გენგეგმას განიხილავენ და დღესვე უნდა დაამტკიცონ, ხმაურით მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მოწათსარგებლობის გენერალურ გეგმას იწუნებს.
ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და მოუწოდა, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ გენგეგმა მართლაც კარგია.
"თუ ის არ წაგიკითხავთ ბოტანიკურ ბაღში რა ხდება, დანარჩენ ქალაქში რა ხდება ის როგორ...
თბილისში არსებული 180 საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორები და ამავე ბაღების 200 საქმის მწარმოებელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლის. ტრენინგები დირექტორებს ფინანსების მართვისა და მენეჯმენტის, ხოლო საქმის მწარმოებლებს - ბუღალტრული მიმართულებით ჩაუტარდებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მიიღო. ტრენინგების მიზანია უზრუნველყოფილი იქნეს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, ასევე, ორგანიზაციის ქონებისა...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 11 მარტს სოფელ სოფელ ახალხიზს ბეთლემის სახელი მიენიჭა.
"გორის მერიამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა და სოფლისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნების ინიციატივით წარმომადგენლობით ორგანოს 2018 წლის ოქტომბერში მიმართა", - განმარტავენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, არქივში მოძიებული მასალების მიხედვით, დასახლება ბეთლემის სახელწოდებით ბოლოს, დაახლოებით, ერთი საუკუნის წინანდელ ჩანაწერებში გვხდება.
ბეთლემი, სადაც ამჟამად 130 - მდე ოჯახი და 400 -ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გორიდან 7...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 7 903 000 ლარით გაიზარდა და 2019 წლის ბიუჯეტი 60 518 800 ლარით განისაზღვრა.
როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული თანხიდან 260 000 ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, 3 797 900 - ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციისათვის, 1 351 300 - ქალაქ ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობისათვის, 506 900 - ქალაქ ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის, ტბისა და სარწყავი სისტემის წყალმომარაგებისათვის, 948 000 ლარი კი სოფლის...
ზუგდიდში "სამოქალაქო ბიუჯეტის" შექმნა სურთ, რომელშიც მოსახლეობის ინიციატივები და სურვილები კონკრეტული პროექტების სახით უნდა აისახოს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ინიციატივა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიას ეკუთვნის. მისი თქმით, დღეს ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ხალხის აქტიური თანამონაწილეობის პირველ პრეცედენტად მან ბრაზილიის ერთ-ერთი ქალაქი დაასახელა, სადაც "სამოქალაქო ბიუჯეტი" შექმნეს. რის შემდეგაც მისი თქმით, პრაქტიკა ევროპაშიც გავრცელდა. სიახლე უკვე...
ახალციხის ტბის მარჯვენა სანაპიროზე თვეზე მეტია რაც არცერთი ლამპიონი აღარ ანთია. "ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებასა და წყალანირებაში“ ამბობენ, რომ მიზეზი მიწის ქვეშ ელექტროსადენების დაზიანებაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით ამის შესახებ და დაზიანებული ხაზის აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობას, როგორც კი დავასრულებთ ამ პროცესს ყველა ლამპიონი განათდება“, – ამბობს ჯემალ გიორგაძე.
ჯემალ გიორგაძის თქმით, ა(ა)იპ-ი საგაზაფხულო სეზონის გასახსენლად ემზადება: "იმისთვის,...
გამყოფი ხაზის მიმდებარე 4 სოფელში ასფალტის საფარის მოსაწესრიგებლად 2 661 800 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
კერძოდ, ასფალტის ახალ საფარა სოფელ დიცში, ქორდში, არბოსა და მერეთში დააგებენ.
როგოც გორის მერიაში განმარტავენ, გზის სიგრძე 5,6 კმ შეადგენს და მოიცავს, როგორც სოფლებს შორის დამაკავშირებელ ნაწილს, ისე შიდა სასოფლო, თუმცა ცენტრალურ მონაკვეთებს.
კომპანიებმა, რომლებსაც აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების წარმოება სურთ, წინადადებების შეთავაზება დღეს დაიწყეს.
ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხუთი ხიდის ნაცვლად რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარა. შპს "დია სერვისი“ ხელშეკრულების პირობების დარღვევის და ვადაგადაცილების გამო დაჯარიმდა. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს "დია სერვისთან“ ხელშეკრულება 114 830 ლარზე, 2018 წლის სექტემბერში გააფორმა. კომპანიას რეაბილიტაცია ხუთი ხიდისთვის უნდა ჩაეტარებინა, ესენია: ბორჯომის ე.წ. დიდ ხიდი, სოფელ ყვიბისის ორი ხიდი, დაბა ახალდაბის და რველში ბანიხევის...
ახალციხეში, ახლადგარემონტებულ თოჯინების თეატრში, წვიმიან ამინდებში წყალი ჩადის. თეატრის ადმინისტრაციამ მერიას შეკეთების თხოვნით წერილობით მიმართა. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს.
"რამდენიმე დღის წინ განცხადება დავწერე ახალციხის მერიაში, ვიცი რომ დაგვეხმარებიან და გაგვიკეთებენ დაზიანებულ სახურავს“, – ამბობს ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი რუსუდან სისაური.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ "თოჯინების თეატრს უახლოეს დღეებში დაეხმარებიან".
ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში სახურავი, საიდანაც შენობაში წყალი ჩადიოდა შეაკეთეს, თუმცა ახლა...
წინა სტატია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა.
საერთო ჯამში კი, გამოცხადებულ ორეტაპიან კონკურსზე ოთხი წინადადება შევიდა და ამ პროექტით დაინტერესებულია 1 ქართული კონსორციუმი (რამდენიმე კომპანიათა გაერთიანება), 1 ხორვატიული კომპანია, 1 ავსტრალიური და ერთიც ესპანური კომპანია.
პროექტის პირველი ეტაპი შეთავაზებული ტექნიკური წინადადებების შესწავალას, ხოლო მეორე ეტაპი ფინანსურ ნაწილს ითვალისწინებს.
გამარჯვებულის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება მარტის ბოლოს იგეგმება.
წინა სტატია
თბილისის განვითარების ფონდი მშრალი ხიდისა და საარბრიუკენის ხიდების, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ასევე, პროექტის ფარგლებში, ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა.
როგორც თბილისის განვითარების ფონდში განმარავენ, რეაბილიტირებულ არეალში მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც კეთილმოეწყობა, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს ქმნის თვითდასაქმებულებისთვის, ადგილობრივი მომხმარებლებისა და ტურისტებისთვის.
პროექტის საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს...
წინა სტატია
გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ქალაქის სწორ, გრძელვადიან, სისტემურ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ახალი გენგეგმით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქალაქის სწორ განვითარებაში, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვაზე ისაუბრა.
“ჩვენ უარს ვამბობთ K2 კოეფიციენტის გადაჭარბებაზე და ვადასტურებთ, რომ გენერალური გეგმის ფუნქციური ზონების შესაბამისად განვითარდება ქალაქი”,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ტყემალაძის თქმით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა ეხება აბსოლუტურად ყველა ტერიტორიას,...
წინა სტატია
დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეიდან თბილისს ახალი გენგეგმა ექნება.
"დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა. ამიერიდან თბილისს ექნება ახალი გენგეგმა - ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. დღეს, საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას. თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით, ავტორები, დარგის სპეციალისტები, მუნიციპალური სამსახურები, საკრებულოს წევრები, მინდა, თითოეულ ამ ადამიანს დიდი მადლობა...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
რუსთავის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 10 პროექტი 7 724 144 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ რუსთავში გარეჯის ქუჩის გაგრძელებისა და გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის ა/ბეტონის საფარისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას 2 638 466 ლარი, ხოლო მარცხენა სანაპიროს გზების, ტროტუარებისა და ეზოების საფარის რეაბილიტაციასა და სანიაღვრე სისტემების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































