ტყემალაძე: ახალი გენგეგმით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქალაქის სწორ განვითარებაში

775

წინა სტატია

გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ქალაქის სწორ, გრძელვადიან, სისტემურ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ახალი გენგეგმით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქალაქის სწორ განვითარებაში, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვაზე ისაუბრა.

“ჩვენ უარს ვამბობთ K2 კოეფიციენტის გადაჭარბებაზე და ვადასტურებთ, რომ გენერალური გეგმის ფუნქციური ზონების შესაბამისად განვითარდება ქალაქი”,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძის თქმით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა ეხება აბსოლუტურად ყველა ტერიტორიას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტს დღეს დაამტკიცებს.