ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე 4 წინადადება შევიდა

727

წინა სტატია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა.

საერთო ჯამში კი, გამოცხადებულ ორეტაპიან კონკურსზე ოთხი წინადადება შევიდა და ამ პროექტით დაინტერესებულია 1 ქართული კონსორციუმი (რამდენიმე კომპანიათა გაერთიანება), 1 ხორვატიული კომპანია, 1 ავსტრალიური და ერთიც ესპანური კომპანია.

პროექტის პირველი ეტაპი შეთავაზებული ტექნიკური წინადადებების შესწავალას, ხოლო მეორე ეტაპი ფინანსურ ნაწილს ითვალისწინებს.

გამარჯვებულის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება მარტის ბოლოს იგეგმება.