გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 11 მარტს სოფელ სოფელ ახალხიზს ბეთლემის სახელი მიენიჭა.
“გორის მერიამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა და სოფლისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნების ინიციატივით წარმომადგენლობით ორგანოს 2018 წლის ოქტომბერში მიმართა”, – განმარტავენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, არქივში მოძიებული მასალების მიხედვით, დასახლება ბეთლემის სახელწოდებით ბოლოს, დაახლოებით, ერთი საუკუნის წინანდელ ჩანაწერებში გვხდება.
ბეთლემი, სადაც ამჟამად 130 – მდე ოჯახი და 400 -ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გორიდან 7 კილომეტრში, სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს. სოფელი შიდა ქართლის ვაკეზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 630 მეტრზეა გაშენებული.