შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი facebook-ის გვერდზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკუთარ მოდელს სთავაზობს. მისი თქმით, აუცილებელია, უწყება დაიშალოს, გამოეყოს ცენტრალური ფუნქციების მატარებელი რგოლი, რომლითაც ახალი უწყება შეიქმნება, პარალელურად კი უნდა შეიქმნას მუნიციპალური პოლიცია, რომლის უფროსიც პირდაპირი წესით მოსახლეობამ უნდა აირჩიოს.
"ვეჭვობ, "ერთხანს" კიდევ მოუწევს თქვენს გუნდს ხელისუფლებაში ყოფნა. ამასობაში...
წინა სტატია
საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში - მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი ეწყობა, რაც ადგილზე მისულ სტუმარს დამატებითი თავგადასავლის მოწყობის საშუალებას მისცემს.
"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტორების კომფორტი და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, კანიონში ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები. 2018 წელი...
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა "დორანი ფერმა“ სახელმწიფოს დახმარებით, "ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.
ფერმა დღეში 1,5 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. "დორანი ფერმა“-ში მუდმივად 11 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 8 ადამიანი ემატება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით HACCP-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი აიღებას გეგმავს.
როგორც სსოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ფერმის ასაშენებლად ჯამურად...
სტატიის გაგრძელება
ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა კარეტაკარეტა შემოვიდა, აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც „ბათუმის დელფინარიუმში“ და არც „აკვარიუმში“, ამიტომ მათ დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფის“ აკვარიუმს მიმართეს. გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს ამ სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ კი მას გარემოში დაბრუნებენ.
დღეს ბიუროს სხდომაზე მთის კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. საკანონმდებლო ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან, კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებთათვის საშეღავათო პირობების შექმნას ითვალისწინებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუ მთის ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.
ცვლილებების ავტორი დეპუტატი ოთარ კახიძეა და მისი ინიცირება დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
"ქართულმა ოცნებამ" მერის ვადამდელი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდის მერის პოსტზე მმართველი პარტიიდან კენჭს გიორგი შენგელია იყრის. ის ამ დრომდე ზუგდიდის მერის პირველ მოადგილედ მუშაობდა.
მარნეულის მერობის კანდიდატია ზაურ დარგალი. ის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეა.
ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძეა. ის აქტიურად უპირისპირდებოდა წინა მერს, კახაბერ მახათაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა.
ჭიათურაში გივი მოდებაძე იყრის კენჭს.
ხულოში მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე...
წინა სტატია
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას, ყოფილი ვიცემერის გია გულორდავასა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარე, ამ ეტაპისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
როგორც პროკურორმა განმარტა, მათი მხრიდან საპროცესო შეთანხმების მიზანშეუწონლად მიჩნევის ერთ-ერთი გარემოება არის ის, რომ...
წინა სტატია
პროკურორი ცდილობდა ექსპერტისთვის ეკარნახა, რა პასუხი გაეცა კითხვებზე, ვინაიდან ექსერტიზაში საკმაოდ ბევრი ხარვეზი იყო, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას ადვოკატმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ექსპერტიზა არასრულყოფილადაა ჩატარებული.
"არასრულყოფილი ექაპერტიზა იყო ჩატარებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიებულ საქმეზე ექსპერტიზა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ექსპერტიზამ ჩაატარა. შესაბამისად, თავად განსაჯეთ რამდენად...
ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილზე და ტროტუარებზე დაზიანებული ადგილების შეკეთებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მერიამ ტენდერი 20 მარტს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 3 აპრილიდან დაიწყება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გრანიტის ძელაკებისა და ფილების შეკეთება, ასევე, წვიმის შედეგად გამორეცხილი ფენის შევსება დაგეგმილი.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულ ტროტუარებს ქალაქის მასშტაბით შეაკეთებენ, თუმცა რა პრინციპით შეარჩევს მერია ქუჩებს უცნონია,
ქუთაისის საჯარო ბობლიოთეკის რეაბილიტაციის საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება. ქუთაისის საჯარო ბობლიოთეკის რეაბილიტაციის საკითხზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ქუთაისის წარმიომადგენლებმათ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიბლიოთეკა ერთ-ერთ პრობლემურ ობიექტად დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტის განხორციელება მალე დაიწყება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
"ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის შენობას არა მხოლოდ რეაბილიტაცია, არამედ საცავებისა და საგამოფენო ნაწილისთვის დამატებითი ფართი სჭირდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს...
მსოფლიოში ცნობილი მზარეულების საერთაშორისო ქსელი "Cook Concern“ საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდა. ფილმის ავტორები დოკუმენტურ სერიებს Netflix-ს და Amazon-ს შესთავაზებენ.
როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, "Cook Concern“ დოკუმენტურ ფილმების სერიალს იღებს, სადაც ერთ-ერთი სერია საქართველოს დაეთმობა. მათი ინფორმაციით, დოკუმენტურ ფილმში საქართველოს ტურისტული მიმართულებები, კულტურა, ეკოლოგია და კულინარია იქნება წარმოდგენილი.
"დოკუმენტურ ფილმზე გამოცდილი რეჟისორები მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში ჰოლივუდის სხვადასხვა პროექტში იყვნენ...
გაუსაძლისი სუნი, მწერები და დაჭაობებული სარდაფები. პრობლემა, რომელსაც მოქალაქეები საკუთარი ძალებით ვეღარ უმკლავდებიან. ფიროსმანისა და ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლები ბათუმის მერიას სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებენ. მერიამ ძველი საკანალიზაციო მილები ახლით რამდენჯერმე ჩაანაცვლა, თუმცა საკითხი დღემდე გადაუჭრელია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემებს თანადაფინანსებით აწესრიგებენ და ამხანაგობის თავამჯდომარემ მერიას პროექტი უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ტენდერს...
მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ზუგდიდის მერიამ 29 965 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გასაწევი მომსახურება გულისხმობს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე და უპატრონო ცხოველთა იზოლირებას ჰუმანური, უმტკივნეულო მეთოდით - ლასოთი/ბადით და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანას სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით და განთავსებას შენობაში, ან ვოლიერებში;
გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებაში იქნება თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ მათი დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე; სტერილიზაცია/კასტრაცია,...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბელორუსიის რესპუბლიკის კრუპსკის რაიონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანს სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობა წარმოადგენს. მერიაში განმარტავენ, რომ მემორანდუმის თანახმად მხარეები ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობას განავითარებენ.
https://www.facebook.com/kvarelimunicipality/posts/2370651059625773?__xts__=68.ARBbDTZxed-RsGzzTWDizdid4S4jZ6ms_R-gP259saD88h6QbP0jgwb7yA7zzmg6NCkiU7S0O5BGPbE6VihZxu1S759SuRiaV-etnysiPZYSpZhLNRxnylqJ0e1EyC1mNhL4px7jPUoBMQBSgd2yNTM97vxc4lwXQQtzZadDbqnA-gAcgkR3kYwQuP_xp9k91r0vg4QTt4hn7f5oaoVJFFxIsNSWfo8hiJK1fNVCJC0MzB2XceivPhNGuUs4XQrnyKxpMuC5VpRDdjjhQs9qxKScILwrXHChgEYpt9994n_e0JBEkiw7OL0mEQbzhw25ubl2eljUXjW4_JmQ8N49XG67XOqLbzP-8641pXnvdiuhSgBlc7Rwk5TmZLmf2_r1II23Ekq9LigtHmq91fC3qfphCxpVCXV4c83xKGKvmJWiL5aTLRay_9SmLPNSwBW8Pq3S_t_HhrJtlTGBg3m5&__tn__=-R
ადიგენში თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აშენდება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ 249 800 ლარის ღირებულების ტენდერი 21 მარტს გამოაცხადა. სატენდერო პირბების თანახმად სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს,
როგორც მერიაში აცხადებენ ადიგენში გადაუდებელი დახმარების ცენტრი აქამდე ცენტრალურ საავადმყოფოს ერთ–ერთ ფლიგელში ფუნქციონირებდა ცენტრს აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია.
ცნობილია, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, საკრებულოებმა უკვე განიხილეს და დაამტკიცეს 1 985 სოფლის 25 601 300 ლარის ღირებულების 3 038 პროექტი. ყველა ეს პროექტი სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი 1 აპრილამდე გაგრძელდება. ამ დროისათვის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































