ფოთში ნაბადის სანაპიროზე გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ იპოვეს (ფოტო)

821

სტატიის გაგრძელება

ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა კარეტაკარეტა შემოვიდა, აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც „ბათუმის დელფინარიუმში“ და არც „აკვარიუმში“, ამიტომ მათ დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფის“ აკვარიუმს მიმართეს. გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს ამ სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ კი მას გარემოში დაბრუნებენ.