ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა “დორანი ფერმა“ სახელმწიფოს დახმარებით, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.
ფერმა დღეში 1,5 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. “დორანი ფერმა“-ში მუდმივად 11 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 8 ადამიანი ემატება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით HACCP-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი აიღებას გეგმავს.
როგორც სსოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1 705 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 1 336 500 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.
სახელმწიფოს დახმარებით, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 190 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.