ადიგენში თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აშენდება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ 249 800 ლარის ღირებულების ტენდერი 21 მარტს გამოაცხადა. სატენდერო პირბების თანახმად სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს,
როგორც მერიაში აცხადებენ ადიგენში გადაუდებელი დახმარების ცენტრი აქამდე ცენტრალურ საავადმყოფოს ერთ–ერთ ფლიგელში ფუნქციონირებდა ცენტრს აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია.
ცნობილია, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.