ქუთაისში ტროტუარების რეაბილიტაციას 60 ათასი ლარი მოხმარდება

981

ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილზე და ტროტუარებზე დაზიანებული ადგილების შეკეთებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მერიამ ტენდერი 20 მარტს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 3 აპრილიდან დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გრანიტის ძელაკებისა და ფილების შეკეთება, ასევე, წვიმის შედეგად გამორეცხილი ფენის შევსება დაგეგმილი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულ ტროტუარებს ქალაქის მასშტაბით შეაკეთებენ, თუმცა რა პრინციპით შეარჩევს მერია ქუჩებს უცნონია,